ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ხაზარაძე/ჯაფარიძე გაფლანგვის საქმეს საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ
18 იანვარი, 2022, 18:45
ხაზარაძე/ჯაფარიძე გაფლანგვის საქმეს საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ

თბილისი (GBC) - მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება იგეგმება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით იურისტების პოზიციის გარკვევის მიზნით დღეს, პარლამენტში, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები იურისტებს შეხვდნენ.

 

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ჯაფარიძემ განუცხადა, რომ სპეციალისტების აზრია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით 31-მუხლის მეცხრე პუნქტს და სწორედ ამიტომ იურისტები იმის საჭიროებას ხედავენ, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომზადდეს.

 

დეპუტატის შეფასებით, მნიშვნელოვანია სპეციალისტების, პროფესიონალების ასეთი ერთსულოვნება იმაში, რომ ასეთი პრეცედენტების დაშვება არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ არანაირი სანქცია და შეზღუდვა არ არსებობს.

 

„თავისთავად ის, რომ მოსამართლემ თითქოს ჩვენ ხანდაზმულ დანაშაულში გაგვამტყუნა, რომელზეც მსჯელობაც კი არ ყოფილა და რომლის გამოძიება არ ჩატარებულა, ეს მათ მხოლოდ იმის გამო გააკეთეს, რომ ეთქვათ, რომ სასამართლომ გაგვამტყუნა. ეს დაუშვებელი პრეცედენტია და დიდ საფრთხეს ქმნის თანამოქალაქეებისთვის. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ის სრულად გაქარწყლდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი 12 იანვარს გამოაცხადა. დამნაშავედ ცნო, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო, საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები