ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვითიბი ღვინის ექსპორტს აფინანსებს
20 იანვარი, 2022, 14:08
ვითიბი ღვინის ექსპორტს აფინანსებს

თბილისი (GBC) - ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის დაფინანსებას ვითიბი ბანკი, როგორც ქართული ბიზნენის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის მთავარი აქციონერის თანადგომით, საერთაშორისო ფაქტორინგულ ბაზარზე, ვითიბი ბანკმა, პირველი ნაბიჯები, ქართული ღვინის სექტორის  ფინანსირებაში გადადგა.

2015 წელს დაწყებულ კურსს, ბანკი, ახლაც წარმატებით აგრძელებს და კლასიკური FCI Edifactoring-ის პლატფორმის საშუალებით ახორციელებს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირების სტანდარტიზებულ ოპერაციებს.

მორიგი წარმატებული პროექტი აღმოჩნდა ვითიბი ბანკისა და კომპანია  „ბადაგონის“ ერთობლივი ოპერაცია, სადაც ბანკმა შეძლო საერთაშორისო ფაქტორინგული ოპერაციის ჩატარება და შესაბამისად, რუსეთის ბაზარზე „ბადაგონის“ სამომავლო გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდის ხელშეწყობა.

“ფაქტორინგი, აკრედიტივები, დოკუმენტური ინკასოები, სთენდბაი აკრედიტივები, ტრანსფერაბელური გარანტიები, ეს იმ ოპერაციების მცირე ჩამონათვალია, რომელთა გამოყენებითაც, კლიენტებს, ნებისმიერი სირთულის საერთაშორისო გარიგებების ფინანსირების მექანიზმებს ვთავაზობთ” - განაცხადა, ვითიბი ბანკის კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები