| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- საპენსიო სააგენტოს 2 მლრდ -იან აქტივს ახალი ურისკო ინსტრუმენტი გამოუჩნდა. სებ-ის მოლოდინით ლარის COVERED BOND-ის ინვესტორი, საპენსიო სააგენტო იქნება. კატეგორია რომელსაც გრძელვადიანი საინვესტიციო პოლიტიკა გააჩნია. სადაზღვეო ბაზარი ამ ეტაპზე მისი სიმცირის გამო გამოირიცხა.
სებ-ი საშუალოვადიან პერიოდში1 მილიარდის განთავსება
მოიაზრებს. სააგენტო ინვესტრებაში ჯერ კი
შეზღუდულ;ია 10% -იანი რეგულაციით თუმცა ბაზარი ელის, რომ რისკის დაბალი პროფილის გათვალისწინებით (თითქმის სახაზინო ობლიგაციასთან გათანაბრებული) შეზღუდვა მოიხსნება.
ემიტენტისთვის კი შეზღუდვა წესდება. ემისია ლიმიტირებულია, სებ-ი ზღვარს ემიტენტი ბანკი აქტივების 2-4%-ის ფარგლებში დააწესებს.
სავალუტო და შერეული ობლიგაციების ინვესტორად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები
მოიაზრება. ვალუტების სხვადასხვა კომპოზიცია
(ევრო, დოლარი ლარი) განპირობებულია, უზრუნველყოფაში ჩასადები პორტფელით.
ბაზარი რახანია ელის უძრავი ქონებით გამყარებული ფასიანი
ქაღალდებისთვის COVERED BOND სავაჭრო მოედანს, რომელიც
კაპიტალის ბაზარზე ერთ-ერთი
ყველაზე გრძელვადიანი და
ურისკო ფასიანი ქაღალდია, დაცვის ორმაგი მაქნიზმით კომერციული ბანკის პასუხისმგებლობით და უძრავი ქონებით, რომელიც ანაზღაურების გარანტია, რომც გაკოტრდეს ემიტენტი ბანკი.
როგორც იცით კაპიტალის ბაზრის ახალი პლატფორმა თითქმის მზადაა. სექტემბრიდან კანონპოექტი პარლამენტშია და
ბოლო აქტივობა იყო მუდისთან,
რადგან საერთაშორისო სააგენტოს დადებითი დასკვნა მნიშვნელოვანი იყო.
ამ დროისთვის კაპიტალის ბაზარი აქციებით, საერთაშორისო ორგანიზაციების და კომპანიების ბონდებით, სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებით არის წარმოდგენილი და მშპ-სთან მიმართებით უკვე 16%-ს აღწევს.
სულ 7.7 მლრდ ლარია : 5.8 მლრდ ლარის სახაზინო ობლიგაციები, 1.2 მლრდ ლარის საერთაშორიო საფინანო ინსტიტუტების ფასიანი ქაღალდები და 0.7 მლრდ-ის კორპორატიული ობლიგაციებია განთავსებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss