ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ავლაბრის 8 თვიანი რეაბილიტაცია დაიწყო
20 იანვარი, 2022, 21:03

თბილისი (GBC) - თბილისის მერია ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. ინფრასტრუქტურული პროექტი მეტრო "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე განხორციელდება, რომელიც 2 კმ მონაკვეთს მოიცავს

 

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში იგეგმება: მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა-მოწესრიგება, საკანალიზაციო წყლის მილების, სანიაღვრე სისტემის მოწყობა - განახლება, ჰაერში გადაჭიმული ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანა, განათების ახალი სისტემის მოწყობა, მიწისქვეშა ურნების განთავსება, საავტობუსე ზოლების მოწყობა.

 

"რა თქმა უნდა ქუჩა მთლიანად არ გადაიკეტება. პირველ ეტაპზე გამზირი დაიკეტება ავლაბრიდან თელავის ქუჩის კვეთამდე, კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულების შემდეგ გადავალთ მომდევნო მონაკვეთზე", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის თქმით, პროექტი 7-8 თვეში დასრულდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები