ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
„საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში“ განაცხადების მიღება დაიწყო
24 იანვარი, 2022, 18:48

თბილისი (GBC) - საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - იმერეთში, კახეთში,  გურიასა  და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში,  მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის  მიზნით, დაფინსდება  ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება. პროგრამა გულისხმობს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას.

„საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსების მისაღებად, შესაბამისი განაცხადი, კომერციული ბანკის მიერ დამტკიცებული სესხის მონაცემებთან ერთად, მიიღება 2022 წლის 1 თებერვლის 12:00 საათიდან,  ელ.ფოსტის pilotregions@rda.gov.geმეშვეობით.

სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ითვალისწინებს სოფლის განვითარების სააგენტოს პარტნიორი კომერციული ბანკების მიერ პროგრამის ფარგლებში  გაცემული სესხის თანხის 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ და, ასევე, სესხის თანხის არაუმეტეს 30%-ის საგრანტო დაფინანსებას.

მიზნობრივი რეგიონებიდან პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება (გასაცემი სესხის თანხა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300,000 ლარს და არაუმეტეს 1 მლნ ლარს.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია  შემდეგ ბმულზე:  https://rda.gov.ge/projects/read/pilot_regions/52:parent

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები