| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მოსამართლემ არ დააკმაყოფილა Netflix ის შუამდგომლობა საქმის წარმოების
შეწყვეტის შესახებ!
ამასთან
დაკავშირებით, დღეს, 28 იანვარს, 14:00 საათზე სასტუმრო „რედისონში“ (Bell Room 3)
გაიმართება პრესკონფერენცია „ნონა გაფრინდაშვილი - ნეტფლიქსის საქმის“ სასამართლო
გადაწყვეტილების შესახებ.
კონკრეტულად, მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა
საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია
გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით.
*** შეგახსენებთ,
რომ ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, პირველი ქალი
მოჭადრაკე, რომელმაც ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდება მოიპოვა, უმსხვილეს სტრიმინგს Netflix-ს მის მიმართ შეურაცხმყოფელი,
ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ედავება. საქმე ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტს“
(The Queen’s Gambit), რომლის კულმინაციურ ეპიზოდში, ჭადრაკის დიდოსტატის უმნიშვნელოვანესი
კარიერული მიღწევის შესახებ მიზანმიმართულად გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია, რომ მას მამაკაც
მოჭადრაკეებთან არასდროს უთამაშია; ამავდროულად სერიალში იგი მოხსენიებულია,
როგორც რუსი მოჭადრაკე (ცნობისთვის, Netflix უმსხვილესი სტრიმინგ და მედია მაგნატია).
Netflix-მა გამოხატვის თავისუფლებაზე
დაყრდნობით სამართალწარმოების შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა ნონა
გაფრინდაშვილს უფლებების დაცვისთვის ბრძოლა არ შეუწყვეტია.
*** პროცესის
მიმდინარეობისას დაიკითხა სერიალის სცენარისტი და პროდიუსერი სკოტ ფრენკ - (ცნობილი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი,
რომლის ნაშრომები მრავალჯერ არის წარდგენილი ოსკარსა და ემიზე). ქ-ნი ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატების
განმარტებით, Სკოტ ფრენკი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ იცოდა სიმართლე ლეგენდარული
მოჭადრაკის კარიერული მიღწევების შესახებ - ამგვარი აღიარება ადასტურებს Netflix-ის მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად
გავრცელებას.
*** Უდავო ფაქტია, რომ ნონა გაფრინდაშვილი
1950-იანი წლების ბოლოდან წარმატებით ასპარეზობდა მამაკაცთა ტურნირებზე საბჭოთა
კავშირის მასშტაბით და 1960-იანი წლებიდან მონაწილეობს და იგებს პრესტიჟულ
საერთაშორისო მამაკაცთა ტურნირებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss