ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
როგორი იქნებოდა საქართველო რუსეთის ადგილას?
1 თებერვალი, 2022, 14:31
როგორი იქნებოდა საქართველო რუსეთის ადგილას?

თბილისი (GBC) - საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთი მსოფლიოს ბუნებრივი რესურსებით ყველაზე თუ არა, მინიმუმ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა.

ნავთობის და გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, კორუფციის და არამიზნობრივი ხარჯების მიუხედავად, მოსახლეობისთვის ცხოვრების მეტ-ნაკლებად მაღალი დონეს უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, რუსეთი მდიდარია სხვა ბუნებრივი რესურსებით - მიწით, ყველანაირი ლითონებით, ურანით, ხე-ტყით, და ა.შ.

ამის საპირისპიროდ, საქართველო ამ კუთხით ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია მსოფლიოში. თუმცა, საქართველოს და რუსეთის ეკონომიკური პოტენციალების შედარება საკმაოდ რთულია - მოსახლეობის რაოდენობაში დიდი სხვაობის გამო. როგორი იქნებოდა საქართველო, მას ერთ სულ მოსახლეზე იგივე რაოდენობის ბუნებრივი რესურსები რომ ჰქონდეს?

პირველ რიგში საუბარია საბიუჯეტო შემოსავლებზე. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის საქართველოს ბიუჯეტი დაახლოებით 6 მლრდ. დოლარია.

როგორი იქნებოდა ის იმ შემთხვევაში, ქვეყანას რუსეთის დონის ბუნებრივი რესურსები, პირველ რიგში ენერგომატარებლები ჰქონდეს? 2021 წელს რუსეთის ბიუჯეტმა ნავთობ-გაზის ექსპორტით 125 მლრდ. დოლარი მიიღო.

საქართველო მოსახლეობით რუსეთზე 39-ჯერ ნაკლებია. შესაბამისად, 125 მლრდ. 39-ზე უნდა გაიყოს - გამოდის 3,2 მლრდ. დოლარი.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობასთან შეფარდებით რუსეთის მასშტაბების გაზის და ნავთობის მარაგი ჰქონდეს, ქვეყნის ბიუჯეტი დამატებით 3,2 მლრდ. დოლარს მიიღებდა. შესაბამისად, დღევანდელ ბიუჯეტს რომ დაუმატოთ ჰიპოტეტური შემოსავლები ნავთობის და გაზის ექსპორტით, ის 9,2 მლრდ. დოლარამდე გაიზრდებოდა.

რუსეთში ნავთობ-გაზზე მოდის საბიუჯეტო შემოსავლების 32%, და მშპ-ს 15%.

ნავთობ-გაზიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების გარეშე, რუსეთის ბიუჯეტი მოსახლეპბაზე გადათვლით დაახლოებით იგიცე ზომის იქნებოდა, როგორც საქართველოს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები