ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რესტორატორები ნაწილი მწვანე პასპორტების გაუქმებას არ მიესალმება
1 თებერვალი, 2022, 17:02
რესტორატორები ნაწილი მწვანე პასპორტების გაუქმებას არ მიესალმება

თბილისი (GBC) - სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები ძირითადად მიესალმებიან მთავრობის გადაწყვეტილებას კოვიდ-პასპორტების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა, არსებობს განსხვავებული აზრიც.

რესტორატორთა ნაწილი პირიქით, მიიჩნევს, რომ დღევანდელ ვითარებაში კოვიდ-პასპორტების გაუქმება ბიზნესს პირიქით დააზარალებს.

„ეს ძალიან ცუდი და უდროო გადაწყვეტილება, რომელიც სარესტორნო ბიზნესს კიდევ უფრო დააზარალებს, რადგანაც დღეიდან კანონმორჩილი ადამიანები, რომლებმაც ვაქცინაციაც გაიარეს, და კოვიდ-პასპორტებიც აიღეს, რესტორნებში არ ივლიან, იმიტომ, რომ აქამდე იმის იმედი ჰქონდათ, რომ რესტორნებში არ დაინფიცირდებოდნენ. იმის შემდეგ, რაც აუცრელებს და ანტივაქსერებს რესტორნებში შესვლის უფლება დაუბრუნდათ, ეს უკვე პრობლემაა. ამიტომაც, ეს ძალიან ცუდი და საზიანო გადაწყვეტილებაა“ - განაცხადა ერთ-ერთი მსხვილი რესტორნის მეპატრონემ.

მისი აზრით, ამ გზით ხელისუფლება ანტივაქსერების გულის მოგებას ცდილობს, და არ ფიქრობს იმაზე, თუ რას გამოიწვევს ამ რეგულაციის მოხსნა მაღალი დაინფიცირების და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის პირობებში.

„შესაძლოა ეს არ შეეხოს სახინკლეებს, სადაც უსახლკაროები დადიან, მაგრამ ყველა სერიოზული რესტორანი დაზარალდება. უკვე დღეს ორმა მუდმივმა კლიენტმა შეკვეთა გააუქმა, იმის შემდეგ, რაც მწვანე პასპორტები გაუქმდა“ - განაცხადა რესტორატორმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები