| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) – აზერბაიჯანმა შესაძლოა სამხედრო თვითმფრინავები საქართველოსგან შეისყიდის
- წერს ამერიკული გამოცემა Forbes.
2021
წლის სექტემბერ-ოქტომბერში თურქულ მას-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე,
რომ თურქეთი საქართველოსგან 50 სამხედრო თვითმფრინავის შესყიდვას გეგმავს.
ოფიციალურმა პრესამ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა,
ავიაციის საკითხებში თურქი ექსპერტის ტოლგა
ოზკების თქმით, შესაძლოა თურქეთმა იყიდოს
საფრენი აპარატები თბილისის საავიაციო ქარხნისგან, შემდეგ კი, ახალი შეიარაღება და
ავიანოკა დააყენოს და მიჰყიდოს აზერბაიჯანს.
ამ
ეტაპზე საქართველოს 50 კი არა, 5 ახალი, სრულფასოვანი თვითმფრინავის წარმოების საშუალება
არ გააჩნია, თუმცა, საავიაციო ქარხანას ამბიციური და შორს მიმავალი გეგმების აქვს
- კერძოდ, საბჭოთა „სუ-25“-ს ბაზაზე საკუთარი თვითმფრინავის Ge-31 Bora-ს წარმოება,
თანაც რუსული ნაწილების გარეშე.
ამ
მასშტაბური პროექტის რეალიზება უცხოური ინვესტიციების და ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია,
და ამ კუთხით შესაძლო პარტნიორებს შორის უკრაინა და ისრაელი განიხილებიან.
აზერბაიჯანული
პროსამთავრობო საიტი haqqin.az მიიჩნევს,
რომ ინვესტიციების კუთხით საავიაციო ქარხნისთვის საუკეთესო პოტენციური პარტნიორი სწორედ
აზერბაიჯანია.
„ბაქოს
შეუძლია ამ პროექტის დაფინანსება და Tbilisi Aircraft Industries-სთან კონტრაქტის გაფორმება თურქული შეიარაღებით
აღჭურვილი ახალი გამანადგურებლის Ge-31 Bora-ს შექმნაზე“ - წერს გამოცემა.
აღსანიშნავია,
რომ haqqin.az ხშირად ახმოვანებს ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას სხვადასხვა საკითხებში,
ამიტომაც ეს მოსაზრება როგორ მინიმუმ საყურადღებოა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss