| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირის 28 ქვეყანაში 118 მლნ. ანუ, მთლიანი მოსახლეობის 23,76% ღარიბი მოქალაქე ცხოვრობს. ამ კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა ბულგარეთშია - 38,8%, ასევე რუმინეთში - 35,4%, საბერძნეთში - 34,8%, ლატვიაში- 29,6%, ლიტვაში- 28,9%, იტალიაში - 28,2%, ხორვატიაში (27,9%), ესპანეთში (36,3%), უნგრეთში.
ყველაზე ნაკლებია ღარიბი მოქალაქეა დანიაში - 17,2%, შვედეთში - 17,7%, შვეიცარიაში - 17,8%, ავსტრიაში - 18%, გერმანიაში - 19%, მალტაში - 19,2% და პოლონეთში - 19, 5%. სიღარიბის ზღვარს მიღმა ევროკავშირის მოსახლეობის 8,1% ცხოვრობს.
ევროსტატის კრიტერიუმების მიხედვით, ამ კატეგორიაში შედის ყველა ის ადამიანი, ვისაც 2 დღეში ერთხელ მაინც ხორცის და თევზის ჭამის, სარეცხი მანქანის, მობილური ტელეფონის, და ტელევიზორის ყიდვის შესაძლებლობა არ გააჩნია. უკიდურესად ღარიბთა ყველაზე მცირე რაოდენობაა შვედეთში - მოსახლეობის 0,8%.
ევროპაში ყველაზე ღარიბები რუმინეთში და საქართველოში ცხოვრობენ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 5% ცხოვრობს დღეში 1,9 დოლარზე ნაკლებ თანხაზე. რუმინეთში ასეთი კატეგორიაა 5,7%. ამავე დროს სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში მოსახლეობის 21,9% ცხოვრობს - ეს თითქმის იმდენია, რამდენიც ევროკავშირში უბრალოდ ღარიბია, მაგრამ არა ღატაკი (23,76%).
ევროსტატის მონაცემებით, ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა
მოლდოვა - მისი მშპ მსყიდველობითო უნარის პარიტეტის მიხედვით 5 661 დოლარია. საქართველო
ამ არც თუ ისე საპატიო რეიტინგში მე-5 ადგილზეა (10 747), და ამ მაჩვენებლით უსწრებს
უკრაინას (8 713), სომხეთს (9456), და კოსოვოს (10 515 დოლარი). აუთსაიდერთა 10-ულში საუკეთესო პოზიციები აქვს აზერბაიჯანს
- 17 492 დოლარი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss