| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) -
2022 წლის 1 მარტიდან რუსეთში მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი 1 ტონაზე 251,4-დან 260,1-მდე გაიზარდა - იტყობინება რუსული სააგენტო
ТАСС. რუსეთის მთავრობამ 2021 წლის აპრილში დააწესა მცურავი ტარიფი ამ პროდუქტის ექსპორტზე,
რომელიც დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლაზე. მარტამდე კი, თებერვალში,
იმოქმედებს შემცირებული გადასახადი - 251,4 დოლარი, რაც ნაკლებია, ვიდრე იანვარში,
როდესაც ეს მაჩვენებელი 280, 8 დოლარს შეადგენდა. საექსპორტო ტარიფი ზეთზე მუდმივად
იცვლება - დეკემბერში ის 276,7, ნოემბერში 194,5, ოქტომბერში 227,2, სექტემბერში
169,9 დოლარს შეადგენს. ამ დროისთვის საქართველოში ზეთის იმპორტის კუთხით უმსხვილესი
პარტნიორია სწორედ რუსეთი - 2021 წელს საქართველოში შემოტანილ იქნა 32 570 ტონა მზესუმზირის ზეთი, და ამ მაჩვენებელში ყველა დიდი წილო რუსეთზე მოდის - 28
350 ტონა (41, 6 მლნ. დოლარი). ქართველი იმპორტიორები განაგრძობენ რუსული ზეთის შემოტანას,
იმის მიუხედავად, რომ მცურავი საექსპორტო ტარიფიდან გამომდინარე პროდუქციის ღირებულება
მუდმივად იცვლება - ბიზნესმა უკვე მოახერხა ამ რეალობასთან ადაპტირება, და ეს ცვალებადობა
გასაყიდ ფასში მუდმივად აისახება, თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში რუსული ზეთის
ფასი მაინც კონკურენტულია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss