| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2021 წელს უკრაინასთან ვაჭრობის ბრუნვამ $758.9 მლნ შეადგინა
აქედან ექსპორტმა $307.3 მლნ., ხოლო იმპორტმა $451.6 მლნ. შეადგინა.
უკრაინასთან საგარეო ვაჭრობაში ძირითად საექსპორტო საქონელს მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენს. 2021 წლის განმავლობაში საქართველოდან უკრაინაში სულ $88.1 მლნ-ის 13505 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა. მეორე ადგილზეა ეთილის სპირტი: $43.4 მლნ-ის 17 ათასი ტონა. მესამეზე კი მინერალური და ქიმიური სასუქები: $38 მლნ-ის 112.1 ათასი ტონა. ეს სამი პროდუქტი უკრაინაში მთლიანი ექსპორტის 55%-ს შეადგენს.
რაც შეეხება იმპორტს, უკრაინიდან ყველაზე დიდი რაოდენობით იმპორტირებული პროდუქტი 2021 წელს სიგარები,სიგარეტები და თამბაქოს შემცველი პროდუქტები იყო: $78მლნ-ის 4.9 ათასი ტონა. მეორე ადგილზეა რკინის ნაგლინები (რკინის რულონები): $23.1 მლნ-ის 24.3 ათასი ტონა. ხოლო მესამეზე სამკურნალო საშუალებები: $21.2 მლნ-ის 790.7 ტონა. ეს სამი პროდუქტი მთლიანი იმპორტის 27%-ს შეადგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss