ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სემეკი თელმიკოსა და თელასში შედის
მარიამ მინაძე
2 თებერვალი, 2022, 19:01
სემეკი თელმიკოსა და თელასში შედის

თბილისი (GBC) – 2 თებერვალს 17:30 სთ-ზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი  კომპანიებში  -  შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიასა“ (თელმიკო) და სს „თელასში“  სემეკის შესვლაზე განცხადებას გააკეთებს.

კერძოდ, სემეკი ადგილზე შეისწავლის შპს „თელმიკოს“ ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. სემეკის აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია მოქალაქეთა დიდი ოდენობის საჩივრებით, რომლებიც შეეხება  ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადებს.

 სემეკის კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განმარტება გააკეთა:

"ხვალ გვექნება კომისიის სხდომა, სადაც დაჩქარებული წესით განვიხილავთ საკითხს, რომელიც ეხება კომპანია თელასსა და კომპანია თელმიკოში სპეციალური სამუშაო ჯგუფის შესვლას და ადგილზე იმ საკითხების შესწავლას, რომელმაც გამოიწვია საკმაოდ დიდი ინტერესი ჩვენს საზოგადოებაში.

კერძოდ, საუბარია დეკემბრის და იანვრის თვის დარიცხვებზე, სადაც ჩვენი მოქალაქეები აფიქსირებენ პოზიციას, რომ მიუვიდათ გაზრდილი გადასახადი და ეს განმეორდა როგორც დეკემბერში, ასევე იანვარში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან შემოსულია დაახლოებით 100-მდე განცხადება და შესწავლის პროცესში კამერალურად,  ჩავთვალეთ, რომ ეს არ არის საკმარისი, თუნდაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. მათ შორის, იმ კითხვებზე, რომელიც ჩვენ თავად გაგვიჩნდა. ერთადერთი სწორი გზა იქნება, რომ შევიდეთ კომპანიებში, ადგილზე გამოვითხოვოთ და ამოვიღოთ ყველა ინფორმაცია, რაც საჭირო იქნება და უკვე ამ გზით, დავადგინოთ სიმართლე, თუ რა ხდება და რა ხარვეზებია.  არის თუ არა მართლაც ის პრობლემები, რაზეც მოსახლეობა მიგვითითებს ყველა ჩვენგანს. 

ხვალინდელ სხდომაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას და შემდეგი კვირიდან უკვე დაიწყება უშუალოდ შემოწმების პროცესი.

ჯერ უნდა ვნახოთ თუ არის საერთოდ დარღვევა,  ვნახოთ დარღვევის ხარისხი, მასშტაბი. ჩვენ ყველაზე მეტი სიფრთხილით ვეკიდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადგილი აქვს სისტემურ დარღვევებს. სისტემური დარღვევები ეს არის პრობლემა, რომელიც მარტივი ჯარიმით შეიძლება ვერ იქნას აღმოფხვრილი. ამიტომ, ყველა სცენარი განიხილება.

პირველ რიგში, კიდევ განვმეორდები, უნდა დავადგინოთ არის თუ არა დარევევები და რა არის ამ დარჩევების მასშტაბი. ჩვენ გარკვეული ინფორმაცია უკვე გვაქვს. როგორც ვიცით არ არის სერიოზულ დარჩევებზე საუბარი, მაგრამ ეს არის ინფორმაცია, რაც თავად კომპანიებისგან მივიღეთ.

დაახლოებით, დღეის  ინფორმაციით, ესაა აბონენტების 0.1% (დეკემბრის მონაცემებით). კომპანია თელასის და თელმიკოს არეალში არის დაახლოებით  650,000 აბონენტი და გადამოწმებისას, დაახლოებით 700 შემთხვევაში დადგინდა შეცდომები, რომლებიც გასწორებულია. ესაა მინაცემები, რომლებიც ჩვენ გამოვითხოვეთ კომპანიებისგან, მათ გადაამოწმეს ის საეჭვო დარიცხვები, დაახლოებით 50,000 - ის დარიცხვა იქნა გაგზავნილი, კონკრეტული აბონენტები, მისამართები, უფრო კონკრეტულად თუ არ ვცდები 725 შემთხვევაში იქნა ხარვეზი დადგენილი, იქვე გამოსწორდა ეს ყველაფერი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეოროც ეს არის მოწოდებული ინფორმაცია. ჩვენ მაინც გვინდა უშუალოდ შევიდეთ, ამოვიღოთ ეს ინფორმაცია, ამოვიღოთ ბილინგის ბაზები, დარიცხვები, შევისწავლოთ მთელი ეს პროცესი და პროცედურები,  თანაც გვინდა, რომ ეს არ გაიწელოს დროში და მოხდეს უმოკლეს პერიოდში.

ძალიან დიდი ჯგუფი შედის, თანამშრომლები უკვე შეირჩა, რომლებმაც ორივე კომპანიაში პარალელურად უნდა შეისწავლოს ყოველი ასეთი შემთხვევა.

საუბარია ძირითადად ფიზიკურ პირებზე, რომ მრიცხველის ჩვენება არ დაემთხვა იმ ჩვენებას რომელიც იყო მითითებული ქვითარში. ზოგადად, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით მრიცხველს კითხულობს ადამიანი

და ადამიანურ შეცდომებს ვერ გავექცევით. ის 0.1% შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის კრიტიკული ზღვარი, თუმცა, ჩვენ რასაც ვკითხულობთ და ვუყურებთ, გაცილებით მეტ ადამიანს აქვს პრეტენზია. ამიტომ, უფრო მასშტაბური შესწავლაა საჭირო.

ჩვენ ჯერ არ გვაქვს ბოლომდე ინფორმაცია მიღებული კომპანია GWP-დან, ჯერჯერობით შევდივართ მხოლოდ ამ ორ კომპანიაში, როცა მივიღებთ ინფორმაციას, თუ საჭირო გახდა და ამ გადმოსახედიდან ასეთი საჭიროება ალბათ იქაც დადგება და შევალთ, შევისწავლით კომპანიებს.

თუ აღმოჩნდა დარღვევები, რის საშუალებასაც გვაძლევს კანონმდებლობა, სრული სიმკაცრით, რა თქმა უნდა, კომისია იხელმძღვანელებს, როგორც ანალოგიურ შემთხვევებში აქამდე გაგვიკეთებია.

ყველაზე პრობლემური და სისტემური ხასიათის დარღვევა, რაც შეიძლება გამოვლინდეს ისაა, რომ მრიცხველმა სხვა მონაცემები აჩვენა და ქვითარში სხვა აისახა, პირველ რიგში ეს უნდა გამოვრიცხოთ, ვინაიდან აღრიცხვიანობაზე დგას ზოგადად მთელი ენერგეტიკა და არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ გადავალთ 2 დღიან წაკითხვაზე, 1 დღიანზე, თუ 1 თვიანზე, ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული.

თუ აღმოჩნდა, რომ აქ სისტემური დანაშაულია, შეიძლება მოგვიწიოს მთელი ბაზების თავიდან გადათვლა და ვინმეს თუ ზედმეტი აქვს გადახდილი, თანხა დაუჯდეს ანგარიშზე, პლიუსში, როგორც წინსწრებით გადახდილი თანხა".

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები