ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დუნდუა ორნიშნა ინფლაციას გლობალური შოკებით ხსნის
3 თებერვალი, 2022, 13:22
დუნდუა ორნიშნა ინფლაციას გლობალური შოკებით ხსნის

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა: მიმდინარე თვეებში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია გლობალური ფაქტორებით, თუმცა მიმდინარე თვიდან ველოდებით ინფლაციის ტემპის დასტაბილურებას

მიმდინარე თვეებში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია გლობალური ფაქტორებით, თუმცა მიმდინარე თვიდან ველოდებით ინფლაციის ტემპის დასტაბილურებას - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას.

მისი თქმით, ფასების ზრდა მსოფლიო ტენდენციაა და საქართველოშიც ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს.

 ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია გლობალური ფაქტორებით, რაც არაერთხელ აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. ეს მსოფლიო ტენდენციაა და საქართველო, სამწუხაროდ, ვერ იქნება გამონაკლისი. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში, ეს იყო გამონაკლისი პერიოდი, თუმცა მიმდინარე თვიდან უკვე ველოდებით ინფლაციის ტემპის დასტაბილურებასა და შემცირებას“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

 როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნებისხელისუფლების პირობებში ინფლაციის მაჩვენებელი 1,5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში

 მინდა, ასევე, გამოვეხმაურო უსაფუძვლო კრიტიკას, რომელიც ხორციელდება ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან. როცა ის პოლიტიკური ძალა იყო ხელისუფლებაში, საშუალოდ, ყოველი მეოთხე თვე იყო ორნიშნა ინფლაცია და ჩვენს საუკუნეში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 2011 წელს დაფიქსირდა, როცა 14%-ზე მაღალი იყო. ასე რომ, შედარებისთვის ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი 1,5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები