ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
4 თებერვალი, 2022, 11:42
საქართველოში გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში ინფლაციამ საქართველოში 1,1% შეადგინა.

ამავე დროს, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6%-ით მოიმატა.

პარალელურად, თითქმის ყველა საქონელი და მომსახურება გაძვირდა.

2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა კომუნალური მომსახურება (2,9%) და სურსათი (2,5%). წლიურ ჭრილშიო გაძვირების ლიდერია ისევ კომუნალური მომსახურება, რომელიც 44%-ით გაძვირდა.

მნიშვნელოვანია ასევე ფასების ზრდა სურსათზე (16,2%), ტრანსპორტი (16,2%), სასტუმროები და რესტორნები (16%).

ამ საყოველთაო გაძვირების პირობებში ერთად-ერთი გამონაკლისია - დარგი, რომელშიც ფასები არათუ არ გაიზარდა, არამედ შემცირდა - ეს არის ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ვაჭრობს - წლიურ ჭრილში ეს საქონელი საქართველოში 0,9%-ით გაიაფდა.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფასების შემცირება იანვარში დეკემბერთან შედარებით - 3,8%-ით. გარდა თვიურ ჭრილში 2,6%-ით გაიაფდა გართობა და დასვენება, 0,2%-ით განათლება, ხოლო 2021 წლის იანვართან შედარებით 0,4%-ით გაიაფდა კავშირგაბმულობა

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები