ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აფხაზი ენერგეტიკოსები ადასტურებენ - ენგურჰესზე მდგომარეობა კრიტიკულია
4 თებერვალი, 2022, 13:48
აფხაზი ენერგეტიკოსები ადასტურებენ - ენგურჰესზე მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისი (GBC) – აფხაზეთში ენერგომოხმარების მკვეთრი ზრდის ფონზე წყლის ხარჯა ენგურჰესზე მკვეთრად გაზრდილია, და კაშხალში წყლის რეზერვების მაჩვენებელი კრიტიკულად დაბალს მიუახლოვდა - აღიარა რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგოკომპანიაჩერნომორენერგო“-.

აფხაზი ენერგეტიკოსების თქმით, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ რთულმა ვითარებამ ჰიდროელექტროსადგურზე მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგებაში პრობლემები არ შეიქმნას.

ამავე დროსჩერნომორენერგოშიაცხადებენ, რომ ამ დროისთვის ენგურჰესი აფხაზეთის მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილს - გალი - ოჩამჩირეს ზონას - ამარაგებს, ხოლო დანარჩენი რაიონები ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებენ.

2 თებერვალს ენგურჰესის დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა, რომ ჯავის წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულად დაბალია - 415,5 მეტრი, ხოლო მაჩვენებლად, რომლის პირობებშიც ჰესის მუშაობა შეუძლებელია, ითვლება 425 მეტრი.

 „თუ მდგომარეობა სასწრაფოდ არ გაუმჯობესდება, ელექტროსადგურზე პერიოდული გათიშვები გარდაუვალია“ - განაცხადა მებონიამ.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები