| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 2021 წლის მეოთხე
კვარტალში
საგარეო
მოთხოვნა
საქონელზე
გაზრდილია,
მძლავრმა შიდა
მოთხოვნამ
კი
საქონლის
იმპორტიც
გაზარდა
- ნათქვამია ეროვნული ბანკის
მონეტარული
პოლიტიკის
ანგარიშში.
ამას საერთაშორისო ტურიზმის
გააქტიურება
დაემატა
და
უცხოელი
ვიზიტორებიდან
მიღებული
შემოსავლები
თანდათანობით
გაიზარდა.
გარდა ამისა, სწრაფი
ფულადი
გზავნილების
მატება
გრძელდება.
ჯამში,
გაზრდილი
საგარეო
შემოდინებების
გავლენით,
მიმდინარე
ანგარიშის
დეფიციტი
2021 წლის მესამე კვარტალში
წინა
წლის
იმავე
პერიოდთან
შედარებით
203 მლნ აშშ დოლარით
გაუმჯობესდა.
არსებული შეფასებით, 2021 წელს
მიმდინარე
ანგარიშის
დეფიციტის
მშპ-თან
ფარდობა
კვლავ
ორნიშნა
იქნება,
თუმცა
ნაკლები,
ვიდრე
ეს
2020 წელს იყო.
საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი
2021 წლის მეოთხე კვარტალში
წლიურად
32.4%ით გაიზარდა, ხოლო
2019 წლის იმავე პერიოდთან
შედარებით
18.6%-ით მაღალი იყო.
საქონლის ექსპორტი რეგიონის
ქვეყნებში
არსებითად
გაიზარდა.
2021 წლის მეოთხე კვარტალში
რუსეთში
ექსპორტის
ზრდას
ყველაზე
დიდი
წვლილი
(წლიურად
5.5 პპ) ჰქონდა, რაც
უმეტესად
ფეროშენადნობებსა
და
სპირტიან
სასმელებს
უკავშირდება.
თურქეთში ფეროშენადნობებისა და
ტანსაცმლის
ექსპორტმა
მოიმატა.
სომხეთში
ზრდა
გაყინული
ხორცისა
და
სამშენებლო
მანქანების
გაყიდვების
მატებით
იყო
განპირობებული.
ევროკავშირის
ქვეყნებიდან
აღსანიშნავია
ესპანეთში სპილენძის მადნებისა
და
კონცენტრატების
ექსპორტის
მნიშვნელოვანი
მატება,
ხოლო
დანარჩენი
ქვეყნებიდან
გამოსარჩევია
აშშ-ში
გაზრდილი
ექსპორტი
(5.7 პპ წვლილი ექსპორტის
ზრდაში)
ფეროშენადნობებზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss