ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ევროკავშირი: სამხრეთ დერეფანი - ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია
4 თებერვალი, 2022, 15:22
ევროკავშირი: სამხრეთ დერეფანი - ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია

თბილისი (GBC) – გაზის ფასების ზრდის და ევროპის ბაზარზე წარმოქმნილი დეფიციტის ფონზე, სამხრეთ საგაზო დერეფანს სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით - განაცხადა ევროკავშირი კომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმპსონმა.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი მონაწილეობს ბაქოში მიმდინარე სამხრეთ საგაზო დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაში, რომელზეც განიხილება კასპიის გაზის ევროპისთვის მიწოდების ზრდის შესაძლებლობები.

აზერბაიჯანი ევროპის გაზის მიწოდებას ახალი მარშრუტით და ახალი წყაროდან სთავაზობს. გაზსადენი TAP ძალიან მნიშვნელოვანია გაზის აღმოსავლეთ-სამხრეთ ევროპისთვის მიწოდების საკითხში. სამხრეთ საგაზო დერეფანს ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“ - განაცხადა მან.

ევროკომისარის თქმით, ამ წლის ზაფხულისთვის TAP-ის დატვირთვა მაქსიმალურ სიმძლავრეებს - წელიწადში 10 მლრდ. კურურ მეტრს - მიაღწევს.

ამ გაზის ძირითად ნაწილი სამხრეთ ევროპაში მოიხმარება, რაც რეგიონს მეტ ენერგოდამოუკიდებლობას ანიჭებს, დანარჩენი იტალიაში მიდის, რაც ამ ქვეყანას გაზის მიღების წყაროების მეტი დივერსიფიცირების საშუალებას აძლევს“ - აღნიშნა ევროკომისარმა.

მისი თქმით, სამხრეთ დერეფანს შეუძლია ევროპაში გაზის ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. „ჩვენ მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს გაზარდონ მიწოდება, და ეს ასევე ეხება აზერბაიჯანსაც“ - განაცხადა კადრი სიმპსონმა.

როგორც ცნობილია, გაზსადენი TAP არის საქართველოსთვის გაზის მიღების მთავარი წყარო. მილსადენი საქართველოს ტერიტორიის გავლით ჯერ თურქეთში, შემდეგ კი სამხრეთ ევროპაში მიდის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები