ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ევროკავშირს მეტი აზერბაიჯანული გაზის მიღება სურს
7 თებერვალი, 2022, 09:47
ევროკავშირს მეტი აზერბაიჯანული გაზის მიღება სურს

თბილისი (GBC) –  ევროკავშირი გაზის მიწოდების ზრდასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აშშ-სთან, ნორვეგიასთან, ყატართან და აზერბაიჯანთან აწარმოებს - განაცხადა ევროგაერთიანების საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეპ ბორელმა.

მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ევროპისთვის სულ უფრო აქტუალური იქნება ენერგოუსაფრთხოების და გაზის საკმარისი რაოდენობით მიღების საკითხები.

ჩვენ ეს პრობლემები უნდა გადავწყვიტოთ, და ამისთვის აუცილებელია საწვავის მიღების წყაროების მეტი დივერსიფიცირება. აშშ უკვე არის თხევადი გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი ევროპაში, და ჩვენ ამ კუთხით თანამშრომლობას ვაღრმავებთ. ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ნორვეგიასთან, ყატართან, აზერბაიჯანთან და სხვა ქვეყნებთან“ - განაცხადა ბორელმა.

 4 თებერვალს ბაქოს ჩატარდა სამხრეთ გაზის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი და აშშ- პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ამ დარგში ამოს ჰოჰშტეინი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ სამხრეთ დერეფანი - ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიცირების, სტაბილურობის, და ფასებზე კონტროლის სანდო მექანიზმია.

სამხრეთ დერეფანი არის გაზსადენთან სისტემა, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით, ევროპას გაზს მიაწვდის.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები