ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Rosbalt.ru: აფხაზებს რუსული კანონებით ცხოვრება არ სურთ
7 თებერვალი, 2022, 10:33
Rosbalt.ru: აფხაზებს რუსული კანონებით ცხოვრება არ სურთ

თბილისი (GBC) – აფხაზები - ურჩი ხალხია, და არავითარ ჩარჩოებში, მათ შორის რუსულში, ჩაჯდომა არ სურთ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რუსეთი, რომელიც აფხაზეთს თავიდან ბოლომდე არჩენს, ვერანაირად ვერ ახერხებს სოხუმისგან რუსებისთვის უძრავი ქონების ყიდვის უფლების დაკანონებას.

ასეთი მაგალითი - ძალიან ბევრია, და მოსკოვს ჯერ არ სურს ხისტად მოითხოვოს საკუთარი ინტერესების გათვალისწინება აფხაზეთისგან, სადაც რამდენიმე რუსული ბაზაა განლაგებული.

ამ დღეებში აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ აფხაზურ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქართველ კოლეგებთან ყოველგვარი კონტაქტები აუკრძალა - ერთი შეხედვით, ამაში არაფერიო განსაკუთრებული არაა, თუმცა, მოულოდნელად, ამან აფხაზური საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

აღშფოთების საგანი იყო არ ის, რომ აკრძალვა საქართველოს ეხებოდა, არამედ ის, რომ მას საფუძვლად უდევს რუსეთის კანონი უცხოური აგენტების თაობაზე. ეს უკმაყოფილება კი თავის მხრივ გამოწვეული იმით, რომ ეს კანონი აფხაზებისთვის მრავალ მიუღებელ პუნქტს შეიცავს - მაგალითად, პოლიტიკური თავისუფლებების და მას-მედიას მუშაობის შეზღუდვას.

ზოგადად, რუსეთთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესი აფხაზეთში დიდ წინააღმდეგობებს აწყდება - მაგალითად, საზოგადოებისთვის ცნობადმა 350 ადამიანმა ხელი მოაწერა მიმართვას რესპუბლიკის უმაღლეს მმართველობას.

პეტიციაში ნათქვამია, რომ ხსენებული აკრძალვა აფხაზეთის საგარეო იმიჯს დააზარალებს, და დაადასტურებს ქართულ თეზისს აფხაზეთის რუსეთის მიერ ოკუპაციის თაობაზე. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია, და მიმართვაში მისი ავტორები აპროტესტებენაფხაზეთს და რუსეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროგრამას.

ამ დოკუმენტში არის რაციონალური მარცვლებიც, თუმცა, რამდენიმე პუნქტი შეშფოთებას იწვევს. მათ შორისაა საკანონმდებლ; აქტების ბრმა კალკირება დაუცხოელი აგენტების საქმიანობის რეგულირების წესები. ეს კი - სახელმწიფოს შიდა საქმეა, და ამიტომაც, სრულიად მიუღებელია აფხაზეთში მცნებაუცხოური აგენტისდამკვიდრება“ - ნათქვამია განცხადებაში.

ასე რომ, აფხაზებისთვის მისაღებია მხოლოდ ის კანონები, რომლებიც მათ კეთილდღეობას უზრუნველყოფენ, მაგალითად, აფხაზეთის ბიუჯეტის 70%-ით რუსული ფულით შევსება. რაც შეეხებაიდეოლოგიურ საკითხებსდათავისუფლებების შეზღუდვას“ - ამის გამო ისინი ღია აჯანყებაზე წასვლისთვის მზად არიან.

რუსეთს ეს აშკარად არ მოსწონს. მოსკოვი ამას არ იმჩნევს, და თავის მიდგომას არ ცვლის - საბოლოო ჯამში კანონს უცხოური აგენტების თაობაზე მაინც მიაღებინებენ. ხოლო ვინც არ დაეთანხმება - მათ მიანიშნეს - ამ დღეებში აფხაზეთში რუსული და აფხაზური ნაწილების ერთობლივი სწავლებები ჩატარდა..

და ეს - საპარლამენტო არჩევნების წინ, რომლებიც 12 მარტს ჩატარდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები