| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – კარტოფილის ფასმა საქართველოში რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია - 2022 წლის იანვრის ბოლო საბითუმო ფასმა თითქმის 1,20 ლარი შეადგინა - ეს 30 თეთრით მეტია, ვიდრე წინა პერიოდების მაქსიმუმი, რომელიც 2020 წელს დაფიქსირდა.
საიტ EastFruitის კვლევის თანახმად, 2021 წლის ბოლოს კარტოფილის ფასის ზრდა საქართველოში შენელდა, თუმცა, 2022 წლეს კვლავაც განახლდა - პირველ რიგში რუსეთში მაღალი მოთხოვნის და ზრდადი ექსპორტის გამო.
2022 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტზე უჩვეულოდ ბევრი - 3000 ტონა კარტოფილი გავიდა. 60% რუსეთში გაიყიდა, 30% აზერბაიჯანში, დანარჩენი კი უკრაინაში და მოლდოვაში.
ფერმერების ინფორმაციის ამ ეტაპზე ექსპორტი შემცირდა, რადგანაც საქართველოში კარტოფილი სადღეისოდ უფრო ძვირია, ვიდრე რუსეთში - თებერვლის პირველ დღეებში რუსეთში კარტოფილი 0, 38, ხოლო საქართველოში - 0, 40 დოლარი ღირდა.
საყურადღებოა, რომ ამ კვირაში ქართველი ფერმერების ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე კარტოფილის გაყიდვას არ ჩქარობს, და ფასების შემდგომ ზრდას ელის. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია იმპორტის ზრდაც, რის გამოც სავარაუდოდ კარტოფილი საქართველოში არათუ არ გაძვირდება, არამედ გაიაფდება კიდეც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss