| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების შვედურმა სააგენტო Sida-მ საქართველოში 14,4 მლნ. დოლარის პროექტები დააფინანსა - იტყობინება სააგენტო Trend.
პროგრამები რეალიზებულ იქნა ისეთ დარგებში, როგორც ბაზრის განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა, ადამიანის უფლებები, და ეკოლოგია.
სააგენტოს ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი იყო გაეროსთან ერთად რეალიზებული გენდერული თანასწორობის პროგრამა, რომელიც ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების გაფართოებას ახალისებს.
Sida-ს კიდევ ერთი პროექტი - "Keep Georgia Tidy", მიზნად ისახავს სასათბურე გაზების გამოყოფის და გარემოს დაბინძურების შემცირებას. პროგრამის რეალიზება 2022 და 2023 წლებში გაგრძელდება.
TBC Bank-თან ერთად შვედური სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს პროგრამას „პორტფელის გარანტია“, რომლის ფარგლებშიც ხდება მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება.
Sida ასევე მხარს უჭერს კვლევით ინსტიტუტს
ISET-ს, და ამ მხარდაჭერის მიზანია ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება სამხრეთ კავკასიაში
ეკონომიკური პოლიტიკის შემსწავლელ მოწინავე ინსტიტუტად.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss