ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
განზრახ მკვლელობათა მსოფლიო რეიტინგში საქართველო 205 ქვეყანას შორის 117-ე ადგილზეა
10 თებერვალი, 2022, 11:35
განზრახ მკვლელობათა მსოფლიო რეიტინგში საქართველო 205 ქვეყანას შორის 117-ე ადგილზეა

თბილისი (GBC) – კვლევითმა ცენტრმა Worldpopulation-მა გამოაქვეყნ განზრახ მკვლელობათა მორიგი რეიტინგი, რომელიც ასახავს სიტუაციას 205 ქვეყანაში. რეიტინგი ითვლის მკვლელობების სტატისტიკას ქვეყნების მიხედვით 100 000 - ადამიანზე.

ყველაზე მძიმე მდგომაროეობა სალვადორში - 52,04 მკვლელობა 100 000- მოქალაქეზე. ლიდერების ხუთეულში ასევეა იამაიკა (43,8), ლესოტო, (43,5), ჰონდურასი (38,9), და ბელიზი (37,9). ტრადიციულად მკვლელობების დიდი რაოდენობით გამოირჩევა ლათინური ამერიკა - მათ შორის ვენესუელა (36,6), მექსიკა (29.07), ბრაზილია (27,3), კოლუმბია (25,3), გვატემალა (22,50), ურუგვაი (12,06).

 საკმაოდ მაღალია მაჩვენებელი შტატებში - 4,9 მკვლელობა 100 000 ადამიანზე.

საქართველო რეიტინგში 117- ადგილზეა - 2,2 მკვლელობა 100 00 მოქალაქეზე.

რეგიონის ქვეყნებს შორის მაჩვენებელი ასე განაწილდა - სომხეთი - 1,69, აზერბაიჯანი - 2.2, ირანი - 2,5, თურქეთი - 2,6, ყაზახეთი - 5.06, უკრაინა 6,08, რუსეთი - 8,2 მკვლელობა 100 000-ზე.

რეიტინგში საუკეთესო პოზიციები აქვთ ევროპის და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებს - ევროპაში სხვადასხვა ქვეყნებში ხდება 0,5-დან 1,5 მკვლელობამდე.

გამონაკლისია მხოლოდ ბალტიის ქვეყნები - ესტონეთი - 2.12, ლატვია - 4,6, და ლიეტუვა - 4,5. საუკეთესო პოზიციები რეიტინგში აქვთ ჯუჯა-სახელმწიფოებს - სან-მარინოს, მონაკოს, ანდორას, და მენის კუნძულებს.

სრულფასოვან სახელმწიფოებს შორის საუკეთესო ხუთეულშია სინგაპური - 0.16, იაპონია - 0.26, სენეგალი - 0,27, ომანი - 0,27, და ლუქსემბურგი - 0,34.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები