ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჯარისკაცის ხელფასი 1000 ლარამდე გაიზრდება
10 თებერვალი, 2022, 12:54
ჯარისკაცის ხელფასი 1000 ლარამდე გაიზრდება

თბილისი (GBC) –   საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღებას აცხადებს. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვასთან დაკავშირებული პირობების შესახებ მედიის წარმომადგენლებსა და საქართველოს მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა და  ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიაწოდეს.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 4-წლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიიღებიან 18-დან 36 წლამდე საქართველოს მოქალაქეები. სამხედროები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

ბრიგადის გენერლის ჯონი ტატუნაშვილის განმარტებით, უწყებაში იქმნება მოტივაციის ამაღლებისათვის საუკეთესო პირობები, უმჯობესდება განათლების შესაძლებლობები და იხვეწება კარიერული წინსვლის სისტემა, იზრდება ხელფასები და ვითარდება სოციალური დაცვის გარანტიები.

ამ ეტაპზე პოტენციურ რეკრუტებს თავდაცვის უწყება სთავაზობს ყველაზე დაბალი წოდების რიგითის  საწყის ხელფასს 1177 ლარს (ხელზე ასაღები 922 ლარიდან), რაც 2022 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიზრდება 1275 ლარამდე (ხელზე ასაღები 1000 ლარი). მეორე და ყოველი შემდგომი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედრო ერთჯერადი ბონუსის სახით 7000 ლარს მიიღებს. სამხედროებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა, დაეუფლონ პროფესიას და კვალიფიკაცია აიმაღლონ უცხოეთში სხვადასხვა კურსებზე.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები