| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 2022 წლის
პირველ თვეებში ინფლაციის დონზე 2-ნიშნა დარჩება, შემდეგ კი, მარტში,
მკვეთრად შემცირდება - ნათქვამია საინვესტიციო ბანკ Renaissance Capital-ის
ანგარიშში. სააგენტო "ტრენდის" ინფორმაციით,
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ პერიოდში
ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება საკმაოდ ზომიერი იყო - რეფინანსირების განაკვეთი მხოლოდ 2,5%-ით, 10,5%-მდე
გაიზარდა.
ბანკის პროგნოზით, რეგულატორი 2022 წელს
მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს, თუმცა, წლის მანძილზე
ინფლაციის შემცირების ფონზე მიდგომა შერბილდება.
საბიუჯეტო კონსოლიდაცია, რომელიც 2021 წელს
დაიწყო, ასევე 2022-2024 წლებშიც გაგრძელდება. ამავე დროს სახელმწიფო
ვალი, რომელიც მკვეთრად შემცირდა 2021 წელს, მომდევნო წლებში, 2024 წლამდე
50-52%-ის ფარგლებში შენარჩუნდება.
Renaissance Capital-ის პროგნოზით, 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 8,3% იქნება, მაშინ, როდესაც 2021 წელს
ეს მაჩვენებელი 7,3%- შეადგენდა.
ამის ფონზე 2022-2024 წლებში მოსალოდნელია ეროვნული ვალუტის მცირედით გამყარება და კურსის სტაბილურობა 1 დოლარში 3 ლარის მიდამოებში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss