| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 2021 წელს აფხაზეთის
სახელმწიფო
ენერგოკომპანია
„ჩერნომორენერგომ“ მოხმარებული
ელექტროენერგიის
საფასურის
სახით
2019 წელთან შედარებით მეტი
თანხები
შეაგროვა,
თუმცა,
პროცენტული
მაჩვენებელი 54 %-დან 41,7%-მდე
შემცირდა
- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა
ალხას ჩანბამ.
მისი თქმით, გადახდის
მაჩვენებელმა
396,4 მლნ. რუბლი შეადგინა,
ხოლო
პროცენტული
შეფარდება
ბოლო
წლებში
თანმიმდევრულად მცირდება.
„2019
წელს
გადახდის
მაჩვენებელი
იყო
54,3%, 2020-ში კი - 40,3%, 2021-ში
- 41,7%. თანხა იზრდება, პროცენტები
ვარდება,
რაც
ცხადია,
აღურიცხავი
ენერგიის
მოხმარების
შედეგია.
2021 წელს მოხმარება დღე-ღამეში
4 მლნ. კვტ. საათით
გაგვეზარდა,
და
გადახდამ
იკლო.
სამწუხაროდ,
დღეს
ჩვენ
ბიზნესის
და
კერძო
პირების
მოხმარების
ცალ-ცალკე
აღრიცხვის საშუალება არ
გაგვაჩნია,
ამიტომაც
ზოგადი ციფრებით ვოპერირებთ
- ზოგადად კი კერძო
და
იურიდიული
პირების
დავალიანებამ 163,3 მლნ. რუბლი
შეადგინა“
- თქვა ჩანბამ.
მისი თქმით, ბევრი
მომხმარებელი
უარს
ამბობს
ელექტროენერგიის
საფასურის
გადახდას
ენერგიის დაბალი ხარიხსის
გამო,
თუმცა,
ასე
თუ
გაგრძელდა
აფხაზეთი
საერთოდ
ელექტროენერგიის
გარეშე
დარჩება.
„გასათვალისწინებელი ისიც, რომ ტარიფი
აფხაზეთში
ძალიან დაბალია, და
ის
ენერგიის თვითღირებულებასაც კი
ვერ
ფარავს,
ამიტომაც
ერთი
მხარეა,
რომ
მოსახლეობა
არ
ხდის,
მეორე
კი
ისაა,
რომ
გადახდის
შემთხვევაშიც
კი
პრობლემები იქნება - სწორედ
დაბალი
ტარიფის
გამო,
რომელიც
ბოლოს
2012 წელს, ისიც, უმნიშვნელოდ
გაიზარდა"
- განაცხადა ალხას ჩანბამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss