| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 2021 წელს
საქართველოში სულ
$93.5 მლნ-ის 366.8 ათასი
ტონა ხორბალი და მესელინი შემოვიდა, რაც
33.7%-ით ნაკლებია წინა
წლის იმავე
პერიოდთან შედარებით. 2020 წელს სულ
$107.9 მლნ-ის 490.9 ათასი
ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა.
საქართველოში ხორბლის ძირითადი მიმწოდებელი- ქვეყანა რუსეთია, საიდანაც 2021 წლის
განმავლობაში $87.4 მლნ-ის
337.7 ათასი ტონა
ხორბალი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 93.5%-ია.
მეორე ადგილზეა აშშ - $4.6მლნ-ს
და 24.4 ათასი ტონა,
მთლიანი იმპორტის 4.9%-ია,
მესამეზე სომხეთია ($0.62მლნ, 2.5 ათასი ტონა,
მთლიანი იმპორტის 0.7%-ია.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნავს,რომ 2021 წელს
ხორბლის იმპორტის შემცირება უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ შემოღებულ ,,მცურავ ბაჟს’’,
რომელმაც შეამცირა ხორბლის და
გაზარდა ფქვილის იმპორტი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss