| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, 1 მლნ. ლარის ინვესტიციით, „ვაინ გარდსმა“ ღვინის წარმოება გააფართოვა და საექსპორტო ბაზარზე წარმატებით შევიდა.
ახმეტის რაიონში მდებარე
„ვაინ გარდსი“ რქაწითელის, ქისის და საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ 10-მდე დასახელების ღვინოს
აწარმოებს, რომლის წლიური
რეალიზაციაც, საშუალოდ 50 ტონას
აჭარბებს.
„საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, შევძელით ეტაპობრივად გაგვეძლიერებინა კომპანია. შევიძინეთ ქვევრები, ფრანგული ღვინის
კასრები, ვენახის მექანიზაციისთვის საჭირო ტექნიკა
და დღეს უკვე
8 ჰა. ფართობზე გაშენებული ვენახის მეშვეობით, ვახორციელებთ ღვინის რეალიზაციას როგორც
ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე“, - აცხადებს „ვაინ
გარდსის“ თანადამფუძნებელი და
დირექტორი, გიგი ჩიჩუა.
“2017
წლიდან - ღვინის საწარმოს
დაარსების დღიდან, ჩვენი
და „ვაინ გარდსის“ პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. „ვაინ გარდსი“
სამომავლოდ კიდევ უფრო
მრავალფეროვანი ასორტიმენტის პროდუქციას შესთავაზებს მომხმარებელს როგორც
ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე“, - აცხადებს
საქართველოს ბანკის მცირე
და საშუალო ბიზნესის
მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ
მასურაშვილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss