| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოს დელეგაცია ავტორიტეტული საერთაშორისო საავიაციო ფორუმის Connect 2022 - ის მუშაობაში მონაწილეობს, რომელზეც 60 ქვეყნის 75 ავიაკომპანია და
280 - ზე
მეტი აეროპორტია წარმოდგენილი.
„საქართველოს საავიაციო ბაზარი პანდემიის შემდეგ ძალიან სწრაფად ვითარდება. 2022 წლის
თებერვლის მდგომარეობით, ფრენები სრულდება 235-240 სიხშირით და
2019 წელთან შედარებით აღდგენამ შეადგინა 70%. ფრენები ხორციელდება 33 ავიაკომპანიის მიერ
და 2019 წელთან შედარებით აღდგენამ შეადგინა 103%. მიმართულებების კუთხით, თებერვალში გვაქვს 56 მიმართულება მსოფლიოს 28 ქვეყანაში, როდესაც 2019 წელს
იყო 70 მიმართულება 29 ქვეყნის მიმართულებით. შესაბამისად, მიმართულებების აღდგენამ შეადგინა 80%, ხოლო
ქვეყნების რაოდენობა კი აღდგა
97%-ით” - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის
მოადგილემ.
ფორუმი Connect - ი ევროპის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ღონისძიებაა, სადაც
საავიაციო სექტორის განვითარების ძირითად ტენდენციებზეა საუბარი. საქართველოს დელეგაციას, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებითაა წარმოდგენილი, დაგეგმილი აქვს
პრეზენტაციები და ორმხრივი შეხვედრები, რომლის დროსაც საუბარი წარიმართება ქვეყნის ავიაბაზრის სიახლეებზე, არსებულ და
დაგეგმილ საავიაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
Connect 2022 – ის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან, რათა
სამომავლოდ საქართველოში ახალი პირდაპირი რეისების რაოდენობა გაიზარდოს.
საერთაშორისო საავიაციო ფორუმებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2013 წლიდან უწყვეტად მონაწილეობს.
ფორუმების ფარგლებში იმართება არაერთი შეხვედრა საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან, შედეგად, საქართველოში ფრენები დაიწყეს ისეთმა ცნობილმა ავიაკომპანიებმა, როგორიცაა Air France, Eurowings, Tarom, Ryanair, Sky Up, Wizz Air-მა დაამატა ახალი
მიმართულებები და სხვები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss