| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გვინდა
უფრო კეთილები ვიყოთ ვიდრე ვართ“, - მ/ო MBC-ის გენერალური დირექტორი გია
პეტრიაშვილი აცხადებს, რომ მიკროსაფინანსო სექტორს ბანკზე დაბალი სასესხო განაკვეთის შეთავაზების დიდი სურვილი აქვს, მაგრამ რესურსის სიძვირის გამო შეუძლებელია.
იმის მიუხედავად, რომ მისო, მინიმალურ, კომერციულ ბანკზე 7-8 %პ-ით დაბალი მარჟით მუშაობს, მსესხებლისთვის, არსებულ მინიმალურ ზღვარზე დაბალი განაკვეთის შეთავაზება ვერ ხერხდება.
„ერთის მხრივ ბანკი გვაწვდის ლარის რესურსს და მეორეს მხრივ მიკროდაკრედიტების სეგმენტზე პირდაპირ კონკურენციას გვიწევს“, - გია პეტრიაშვილს ბანკთან, მისოს თანაბარი კონკურენციისთვის გამოსავალდ სებ-ის შესაბამისი გადაწყვეტილება ესახება.
თუ მიკრო ბანკად გარდაქმნის შემდეგ, MBC –ის გაუმარტივდება ლარის რესურსზე წვდომა - რეფინანსირების სესხების მიღება ბანკის შუამავლობის გარეშე შეეძლება, რესურსი გაუიაფდება და შესაბამისად მსესხებელსაც - სესხი.
პეტრიაშვილის თქმით, სწორედ ეს არის მიკრობანკად გარდაქმნის მთავარი ხიბლი.
რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევს და რა ბენეფიტებს მიიღებს მისო, ბანკად გარდაქმნის შემდეგ - კანონპროექტის საბოლოო ვერსიას სებ-ი ამ კვირაში გამოაქვეყნებს.
მისოსექტორი იმედოვნებს, რომ სებ-ი რეფინანსირების დაკრედიტების პირობებს გადახედავს და იპოთეკურთან ერთად, გირაოში ბიზნესპორტფელსაც შეიყვანს. იმის გათვალისწიმნებით, რომ მიკრობანკისთვის, მარეგულირებლის მთავარი მოთხოვნა პორტფელის 70%--მდე ბიზნესსესხებით დაკომპლექტებაა. შესაბამისად, მიკრობანკი პორტფელის დაგირავებით, სებ-ისგან რეფინანსირების სესხს, ბანკის შუამავლობის გარეშე აიღებს. მიკრობანკად გარდაქმნის მსურველ მისოს პორტფელში საწყის ეტაპზე ნახევარი (50%) მაინც მოდიოდეს ბიზნესსესხებზე.
ასევე ბანკირი იმედოვნებს, რომ გაფართოვდება ბიზნესსესხის დეფინიცია. შესაბამისად ბანკირი იმედოვნებს, რომ მიზნობრიობასთან ერთად გათვალისწინებული იქნება დაფინანსების წყაროც (საცალო მსესხებელს გადახდის წყარო შესაძლოა ჰქონდეს შინამეურნეობიდან ან სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის სახით).
ორივე კომპონენტის დაშვებით, ამ დროისთვის MBC -ი მიკრობანკის კრიტერიუმებს გადაჭარბებით ასრულებს. ბიზნესსესხებზე პორტფელის 70%-ზე მეტი უკვე მოდის. კანონპროექტის თანახამად, კანონის ამოქმედების შემდეგ ბიზნესპორტფელის 50%-დან, 70%-მდე შევსებისთვის მარეგულირებელი სექტორს 2-3 წლიან პერიოდს მიცემს.
დანარჩენი მოთხოვნები - 50 000 ლარიანი სალიცენზიო მოსაკრებელი; 10 მლნ-იანი
კაპიტალის მოთხოვნა; 15 000 ლარამდე
შემოსაზღვრული გადარიცხვა სექტორს
არ ადარდებს. რადგან მეტ მოცულბაზე გასვლასაც შეძლებს, რის სანაცვლოდაც
მარეგულირებელი დამატებით ლიკვიდურ
სახსრებს მოთხოვს და ამის შესრულებაც არ გაუჭირდება.
მთავარია, რომ მიკრობანკად ფორმირების შემდეგ, MBC-ი კლიენტებს ამგარიშსწორების
ანგარიშს გაუხსნის (რაც მისოს არ ახლა შეუძლია
და კლიანტის საბანკო ანგარიშისს იყენებს, რაც მსესხებელს ფულს უძვირებს). შედეგად
ანგარიშებზე ფულადი რესურსი
გაჩნდება და ნაშთების მართვის
შესაძლებლობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss