ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
CNN: პუტინი ძალიან გაბრაზებულია სანქციების გამო
2 მარტი, 2022, 11:24
CNN: პუტინი ძალიან გაბრაზებულია სანქციების გამო

თბილისი (GBC) – ბოლო დღეებში პუტინი უკიდურესად გაბრაზებულია რუსული ეკონომიკის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღების გამო - ნათქვამია აშშ- გამოძიებათა ფედერალური სამსახურის მოხსენებაში.

როგორც აღმოჩნდა, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა დაზვერვით უწყებებს მიმართეს თხოვნით დაადგინონ პუტინის განწყობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის სტაბილურობა.

ამერიკელ პოლიტიკოსებს ძალიან აწუხებთ უკიდურესად ავანტიურული და სასტიკი საომარი ქმედებები უკრაინაში, რაც, მათი აზრით, მკვეთრად განსხვავდება რუსეთის პრეზიდენტისთვის ადრინდელი გადაწყვეტილებების და ქცევებისგან“ - ამბობს წყარო ადმინისტრაციაში.

FBI-მა დაურიგა დასავლეთის 10 ქვეყანას დასკვნა ამ საკითხზე. მოხსენებაში წერია, რომ პუტინი უკიდურესად გაბრაზდა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების და რუსულ ეკონომიკაზე მათ სწრაფ, და მოსალოდნელზე ბევრად მძიმე გავლენის გამო.

დაზვერვის ინფორმაციით, რეალური მდგომარეობა საგულდაგულოდ იმალება, მის შესახებ ობიექტური მონაცემები პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტასაც კი არა აქვს.

ბევრი რუსი მილიონერი და მილიარდერი ფიქრობდა, რომ ომი თავისი გზით გაგრძელდებოდა, ისინი კი ჩვეულებრივად იმოგზაურებდნენ ევროპაში და ამერიკაში. თუმცა, ის, რაც რეალურად მოხვდა, მათთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო“ - ნათქვამია FBI- მოხსენებაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები