ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ის რეგულაციაში სავალუტო მსესხებელიც მოყვა
2 მარტი, 2022, 21:45
სებ-ის  რეგულაციაში  სავალუტო მსესხებელიც მოყვა

თბილისი (GBC) - რუსეთის აგრესიამ სხვადასხვა  მხარეს მდგომი  ბანკების ლობი და მარეგულირებელიც დაახლოვა.  ბანკების  ასოციაციის პრეზიდენტი ალეკო ძნელაძე  25%-იანი სასესხო კოეფიციენტის  სახელფასო რეინჯის 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე გაზრდის საჭიროებას ვერ ხედავს. ვერც  იპოთეკის განაკვეთის 3%-იანი მერყეობის გადაზღვევის საჭიროებას.  თუმცა აცხადებს, რომ  ეროვნული ბანკი ახლა  კრიტიკის ღირსი ყველაზე ნაკლებად არის. სებ-ის მიმართ ნაკლებად ლოალური  ძნელაძის მიმტევებლობა, მარეგულირებელმა, ვითიბის ტრანზაქციით  დაიმსახურა, რაც უპრეცედენტო გამოწვევის პირობებში საუკეთესოდ შეასრულა. მის თქმით, საქართველოს საანკო სექტორი მსგავს „განსაცდელის“ წინაშე აქამდე არასდროს დამდგარა.

 

PTI –ის 50%-დან  25% -მდე შემცირება ნაკლებშემოსავლიანი მსესხებლისთვის, რა კატეგორიაზეც მომხმარებლის 25% მოდის, ნიშნავს, სესხის ან მსესხებლის  რაოდენობის შემცირებას.


სებ-მა ოთხშაბათის მპკ ზე სესხის პირობები მაღალშემოსავლიან კლიენტსაც გაუუარესა, რაც ლარის მსესხებლის  25% -იანი  მოცვასთან სულ უმნიშვნელოა - 1-2%-ის ფარგლებში, თუმცა სებ-ის წინა გადაწყვეტილებასთან პაკეტში ვითარება უფრო მძიმდება. ბანკების ლობი   სავალუტო იპოთეკის 15-დან 10 წლამდე დამოკლევადიანებას გულისხმობს.

 

აღნიშნულ რეგულიაციაში ძირითადად სავალუტო იპოთეკა ყვება. 3% -იანი დერეფანი ითვალისწინებს ცვლადგანაკვეთიანის ( გაცემული სავალუტო იპოთეკების უმეტესობა ცვლადი და ფიქსირებულის მიქსია) სესხის გაცემას  მსესხებლის გადახდისუნარიანობის +3%-ით შეფასებას. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ განაკვეთი 1,2 ან 3%-ით გაიზრდება, იპოთეკარს  სესხის მომსახურება არ უნდა გაუჭირდეს. და რომ  10 წლამდე  პერიოდში არასდროს გაუჭირდება, ამაში ბანკი სესხის გაცემისას უნდა იყოს დარწმუნებული.

 

ამასთან  ცვლილება ბანკს ტექნიკური გამოწვევების წინაშეც აყენებს. ეს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც მოითხოვს - ადმინისტრაციულ ტექნიკურ გადაწყობას.

 

გაგანია ომში რა დროს  რეგულაციები იყო, - ფიქრობს  ძნელაძე, სებ-ს ამის გამო ვერ შეაქებს, მაგრამ არც გააკრიტიკებს, რადგან  რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ  მარეგულირებელმა მისი რეკომენდაციები გაითვალისწინა და ნაკლებად მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო. (ბიზნესპარტნიორი) 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები