| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის IV კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36.6%-ითგაიზარდა და 43.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2021 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 16.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 31.1%-ით მეტია.
2021
წლის
IV კვარტალში
მთლიანი
ბრუნვის
61.2% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 18.4%
- საშუალოზე,
ხოლო
20.4% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 42.1%,
საშუალოზე
- 27.4 %, ხოლო მცირე ბიზნესზე - 30.5%.
2021
წლის
IV კვარტალში
დასაქმებულთა
საშუალო
რაოდენობა
693.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.1%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.7%- ქალია, ხოლო 57.3 %
- კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.5 %ი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 %
- საშუალოზე,
ხოლო
დარჩენილი
38.0 % - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 664.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 9.0%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 3 255.7 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.4%-ით მეტი).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss