| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობა რუსეთთან რძის ნაწარმის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ აწარმოებს - განაცხადა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილი.
„2020 წელს რამდენიმე კერძო კომპანიამ რუსეთის შესაბამის უწყებაში ექსპორტის ნებართვის მიღებაზე განაცხადი გააგზავნა. ეს მათი სურვილი იყო, რადგანაც ექსპორტის დაწყებისთვის ამ პროცედურების გავლა აუცილებელია. ეს საკითხო წლების მანძილზე გაჩერებული იყო, და მოულოდნელად ამ დღეებში 14 კომპანიამ დადებითი პასუხი მიიღო. მთავრობას ამ საკითხზე არანაირი კონსულტაციები არ ჰქონდა“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრი ასევე შეეხო რუსეთისგან ჩამოსული მიგრანტების საკითხს. მისი თქმით, არანაირ მასობრივ შემოსვლას ადგილი არა აქვს, და გასულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში 20-25 ათასი ადამიანი ჩამოვიდა, რაც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება სხვა პერიოდებისგან.
გარდა ამისა, მისი თქმით, საქართველო მკაცრად გააკონტროლებს ქვეყანაში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს. „სანქცირებული პირების ბიზნესების უნდა იყოს მიკვლევაში.
„საქართველოში შემოვლენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც ექნება სუფთა მონაცემები. ამას აკონტროლებს შსს და მათი საქმიანობა შესაბამისობაში იქნება ჩვენს მოთხოვნებთან საკანონმდებლოს მოთხოვნებთან და დიდს საერთაშორისო გადაწყვეტილებებთან“ - განაცხადა მინისტრმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss