ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება
7 მარტი, 2022, 16:22
საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება

თბილისი (GBC) - ბოლო წლებში საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 2013-2014 აკადემიური წლიდან 2021-2022 აკადემიური წლის ჩათვლით მათი რაოდენობა 3,525-დან 17,139-მდე გაიზარდა, საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა კი 22% შეადგინა. PMCG-ის კვლევის მიხედვით, შესამჩნევად გაიზარდა უცხოელი სტუდენტების წილი საქართველოში ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობაში - 2.9%-დან 10.3 %-მდე.

2013-2014 სასწავლო წლიდან 2016-2017 სასწავლო წლებში საქართველოში უცხოელ სტუდენტებს შორის ყველაზე მეტი აზერბაიჯანელი იყო. საშუალო მაჩვენებელმა აღნიშნულ პერიოდში 31% შეადგინა. თუმცა, აზერბაიჯანელი სტუდენტების წილი 2017-2018 წლებიდან 2021-2022 წლების ჩათვლით საგრძნობლად შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში წლიური ზრდის ტემპმა -24% შეადგინა. პარალელურად, 2017-2018 წლებიდან 2021-2022 წლების ჩათვლით, საგრძნობლად გაიზარდა ინდოელი სტუდენტების რაოდენობა. უფრო ზუსტად კი, ამ პერიოდში ინდოელის სტუდენტების წილი 22 პროცენტული პუნქტით (პპ-ით) გაიზარდა და 53 % შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ გაანალიზებულ პერიოდში გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა ჩრდილოეთ ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან. 2013-2014 აკადემიური წლიდან 2021-2022 აკადემიური წლისთვის აღნიშნული ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტების რაოდენობა 37 დან 435-მდე გაიზარდა და უცხოელი სტუდენტების 3% შეადგინა.

იმ სტუდენტების წილი, რომლებიც სწავლობენ სამედიცინო, ჯანდაცვის, ფარმაცევტიკისა და სტომატოლოგიის პროგრამებზე, 2013-2014 აკადემიური წლიდან 2021-2022 აკადემიური წლისთვის საგრძნობლად, 34 პპ-ით გაიზარდა და 87%-ს მიაღწია. აღნიშნული კატეგორიის წილი ყოველწლიურად იზრდება, განსაკუთრებით შესამჩნევად კი 2017-2018 სასწავლო წლიდან 2018-2019 სასწავლო წლისთვის გაიზარდა (17 პპ-ით).

პარალელურად, სტუდენტების წილი, რომლებიც სწავლობენ ბიზნესის, მართვისა და სამართლის საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2013-2014 სასწავლო წლიდან 2016-2017 სასწავლო წლისთვის გაიზარდა. თუმცა, 2017-2018 სასწავლო წლიდან აღნიშნული კატეგორიის სტუდენტების წილმა დაიწყო შემცირება და 2021-2022 სასწავლო წლის მდგომარეობით 5% შეადგინა. აღნიშნული კატეგორიის შემცირება ყველაზე შესამჩნევი 2018-2019 სასწავლო წელს იყო (11 პპ-ით). გარდა ამისა, შემცირდა სტუდენტების წილი, რომლებიც სწავლობდნენ სოციალურ, ბიჰევიორისტულ, ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე და ხელოვნების საგანმანათლებლო პროგრამებზე. აღნიშნულ კატეგორიაში 2013-2014 სასწავლო წლიდან 2021-2022 სასწავლო წლისთვის მაჩვენებელი 12%-დან 3%-მდე დაეცა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები