| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „2020 წელს 15-მა ქართულმა კომპანიამ მიმართა სამინისტროს თხოვნით, რომ მათთვის შესაძლებელი გამხდარიყო პროდუქციის გატანა რუსულ ბაზარზე. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მუშაობა, თუმცა, საჭირო დოკუმენტების მიწოდებისა და ინფორმაციის გაცვლის გარდა მხარეებს შორის კომუნიკაცია არ შემდგარა.
რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი რუსეთის მხრიდან, რომ 15 კომპანიისთვის დაშვებული იქნება ეს ბაზარი“ - განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ. მისი თქმით, ამაზე მეტი კონტაქტი საქართველოს და რუსეთის სახელმწიფო უწყებებს შორის არ ყოფილა. მინისტრი დადებით აფასებს თავად ექსპორტის დაწყების შესაძლებლობას.
„ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ უფრო მეტი წარმოება დაგეგმონ, ბოლომდე აამუშაონ თავისი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები”, – განაცხადა მინისტრმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss