ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
7 მარტი, 2022, 14:42
მინისტრი ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ონლაინ ფორმატში აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ტონი მაკდონალდს შეხვდა.

 

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიული დირექტორი დეივიდ კავენა და  ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

 

მხარეებს შორის საუბრისას, ყურადღება გამახვილდა  უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენაზე მსოფლიოსა და რეგიონზე.

 

შეხვედრაზე მიმოიხილეს ეკონომიკური განვითარების სავარაუდო ტენდენციები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

 

ფინანსთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ADB-ის როლი საქართველოში გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და  იმედი გამოთქვა, რომ არსებული გამოწვევების დაძლევის პარალელურად,  აზიის განვითარების ბანკი გააგრძელებს კერძო სექტორის გაძლიერებას, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერას, ისეთი სექტორების დაფინანსებას, როგორებიცაა: ენერგეტიკა, წყალმომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურა და სხვა.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობა აქტიურად გაგრძელდება 2019-2023 წლების თანამშრომლობის სტრატეგიის ფარგლებში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები