| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 2022 წლის იანვარში
საქართველოში სულ $3.7მლნ-ს 11,8 ათასი
ტონა ხორბალი შემოვიდა, რაც 55%-ით ნაკლებია
წინა წლის იმავე პერიოთან შედარებით (2021იანვ-$6.7მლნ-ს
29,4 ათასი ტონა). იანვარში იმპორტირებული ხორბლის 97,5% რუსეთიდანაა, ხოლო
2.5% სომხეთიდან.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის ლევან სილაგავას თქმით, რთული ვითარების მიუხედავად, საქართველოშიო დეფიციტი მოსალოდნელი
არაა.
„რუსეთიდან
იმპორტი ფაქტიურად შეუძლებელია მიმდინარე ვითარებიდან გამოწვეული ტექნიკური პრობლემების გამო.რუსეთი და უკრაინა ხორბლისა
და ფქვილის გლობალური მიწოდების 30%-ს ავსებდნენ.
დღესდღეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყაზახეთთან. საიდანაც შესაძლებელია საჭირო რაოდენობის მარცვლეულის იმპორტი“ - განაცხადა
მან.
ლევან სილაგავა ხორბლის მარაგის შევსების ალტერნატივებზეც გვესაუბრა და იმპორტის ალტერნატივად რამდენიმე ქვეყანა განიხილება.
„რუსეთის და უკრაინის ჩანაცლება შეიძლება
სხვა ქვეყნებით, მათ შორისაა რუმინეთი,უნგრეთი
და გერმანია. ასევე შესაძლებელია კონსოლიდირებული იმპორტის შემთხვევაში (რამოდენიმე ქვეყანა), იმპორტი განხორციელდეს როგორც კანადიდან ასევე არგენტინიდან“ - განაცხადა სილაგავამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss