ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ეკონომიკის მინისტრი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
11 მარტი, 2022, 16:41
ეკონომიკის მინისტრი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

 თბილისი (GBC) –  ეკონომიკის  მინისტრი ლევან დავითაშვილი ტურისტულ სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ტურიზმის სექტორს გავუზიარეთ სახელმწიფოს მიდგომა ბევრი მიმართულებით, მათ შორის გავაცანით დაგეგმილი ღონისძიებები და შევაჯერეთ პოზიციები. ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ პრობლემებზე, გამოწვევებზე, უსაფრთხოების საკითხებზე - ტურიზმის სექტორს მივაწოდეთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დღეს საზღვრები მაღალ დონეზე კონტროლდება შესაბამისი უწყებების მხრიდან, კონტროლდება ყველა შემომსვლელი პირი და ყველა ის რისკი, რომელიც შეიძლება ტურიზმის სექტორს ჰქონდეს შემომსვლელ ვიზიტორებთან დაკავშირებით", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა.

 როგორც აღნიშნა მინისტრმა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს  ტურისტული სექტორის პასუხისმგებლობაზეც.

 „ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით ჩვენი ტოლერანტობით, უსაფრთხოებით და ეს იყო საქართველოს ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი, რის გამოც ჩვენი ქვეყანა არის ტურისტულად საინტერესო, როგორც რეგიონისთვის, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ვისაუბრეთ, რომ ამ მონაპოვარს ჭირდება გაფრთხილება", - აღნიშნა მინისტრმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები