ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-ის საბჭოს თავმჯდომარედ ნილ ჯანინი მელ კარვილმა ჩაანაცვლა
მარიამ მინაძე
11 მარტი, 2022, 18:01
BOGG-ის საბჭოს თავმჯდომარედ ნილ ჯანინი მელ კარვილმა ჩაანაცვლა

თბილისი (GBC) -  Bank of Georgia Group PLC (BOGG) დირექტორთა საბჭოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნაზე აცხადებს. 10 მარტს, აღნიშნულ პოზიციაზე მელ კარვილი დაინიშნა.

საქართველოს ბანკის ჯგუფის 2020 წლის წლიურ ანგარიშში წარმოდგენილი მემკვიდრეობის დაგეგმვის პროცედურებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის კორპორატიული მართვის კოდექსის თანახმად ნილ ჯანინმა, ამავე დღეს დატოვა ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრის თანამდებობდა. ის ასევე ტოვებს საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობას.

მელ კარვილს მრავალფეროვანი, საერთაშორისო გამოცდილება აქვს საფინანსო სექტორში. მისი დანიშვნა გადაწყდა ყოვლისმომცველი, დამოუკიდებელი აყვანის პროცესის შედეგად, რომელსაც უძღვებოდნენ არა-აღმასრულებელი დირექტორები და ასევე ჩართული იყო გარე კომპანია.

გარდა ამისა, მელ კარვილი  ნომინირების კომიტეტის თავმჯდომარედ და ანაზღაურების კომიტეტის წევრად დაინიშნა. მარეგულირებელი ორგანოს დამტკიცების შემთხვევაში, ის საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციასაც დაიკავებს.

ჯანინი ბანკისა და ჯგუფის იმ ტრანსფორმაციას უსვამს ხაზს, რომელიც არჩილ გაჩეჩილაძის, მისი გუნდისა და თანამშრომლების ჩართულობით იქნა მიღწეული.  

„მეამაყება ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს ბანკის მიღწევები. ბანკმა სრულიად შეცვალა და გააუმჯობესა როგორც მომხმარებლის, ისე თანამშრომლების გამოცდილება და წარმატებით მიემართება ტექნოლოგიურ კომპანიად გარდაქმნის გზაზე. ეს კულტურული ტრანსფორმაცია არჩილ გაჩეჩილაძისა და მისი გუნდის ხელმძღვანელობით და საქართველოს ბანკის თითოეული თანამშრომლის ჩართულობით განხორციელდა.  ყველაზე მეტად სწორედ ის ადამიანები დამაკლდება, ვისთანაც მიწევდა მუშაობა - საბჭოს წევრები, უმაღლესი მენეჯმენტის გუნდი და ყველა ის კოლეგა, რომელსაც ბოლო ათი წლის განმავლობაში შევხვდი. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მათ ჩემს ცხოვრებას ახალი გამოცდილება შესძინეს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. ვიმედოვნებ, რომ ისინი ისევე მიესალმებიან ახალ თავმჯდომარეს, როგორც მე მიმიღეს“, - აცხადებს ნილ ჯანინი.

„მოხარული ვარ, რომ ბიზნესის ასეთ ტრანსფორმაციულ ეტაპზე დავინიშნე თავმჯდომარედ. ჩემი პირველი შთაბეჭდილებები ჯგუფზე და მის მენეჯმენტზე ძალიან პოზიტიური იყო. საქართველოს ბანკის მიზანია მხარი დაუჭიროს მის მომხმარებელს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. ეს კი არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ამ სწრაფადცვალებად გარემოში. საბჭოს სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ნილს ბოლო ათი წლის განმავლობაში მისი შესანიშნავი ლიდერობისა და ხელმძღვანელობისთვის. ჩვენ მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ", - აცხადებს მელ კარვილი.

„მინდა მადლობა გადავუხადო ნილ ჯანინს, რომელიც წარმატებით ხელმძღვანელობდა საქართველოს ბანკის ჯგუფს ათწლეულის განმავლობაში. ნილის გამოცდილება არა მხოლოდ ჩემთვის, როგორც ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორისთვის, არამედ წინა თაობებისთვისაც განსაკუთრებით ღირებულია. მან ხელი შეუწყო საქართველოს ბანკის კულტურულ ტრანსფორმაციას. მოხარული ვარ, რომ აღნიშნული თანამდებობა მელ კარვილმა დაიკავა. მელს აქვს ფართო საერთაშორისო გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ორგანიზაცია გააგრძელებს სვლას მომავალი წარმატებებისა და მდგრადი ზრდისკენ. მოუთმენლად ველი მელთან მუშაობას”, - აცხადებს საქართველოს ბანკის ჯგუფის აღამსრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, გასულ წელს, აქციონერთა ყოველწლიურ საერთო კრებაზე ნილ ჯანინი ხელახლა აირჩიეს არააღმასრულებელ დამოუკიდებელ დირექტორად, რომელსაც ნდბა აქციონერთა 98%-ზე მეტმა გამოუცხადა. 

ჯანინის მიერ პოსტის დატოვების მიზეზი, 2021 წლის თებერვალში, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ კორპორატიული მართვის კოდექსში შეტანილი ცვლილებებია, რომლის თანახმადაც მას პოსტი 2021 წლის ბოლომდე უნდა დაეტოვებინა. მის შემდეგ პოსტი უნდა დატოვოს თამაზ გეორგაძემაც (რისკის კომიტეტის თავმჯდომარე), წლის ბოლომდე კი ჰანა ლოიკანენმაც (ანაზღაურების კომიტეტის თავმდჯომარე).

სებ-ის კორპორატიული მართვის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე უნდა იყოს დამოუკიდებელი;

ხოლო დრო, რომლის შემდეგაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დამოუკიდებლად შეწყვეტილად ითვლება, 9 წლიდან 7 წლამდე შემცირდა.

ცნობისთვის, კარვილი 2018 წლის 1 იანვრიდან Sanne Group-ის დამოუკიდებელი არააღმასრულებელი დირექტორია, ხოლო 2021 წლის 19 მაისიდან უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი. იგი ასევე  Sanne-ს რისკების კომიტეტის თავმჯდომარის და აუდიტის, ნომინირებისა და მმართველობის კომიტეტის წევრია. თავის მხრივ Sanne კი BOGG-ის ტრასტების მმართველი კომპანიაა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები