ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მოსახლეობის უმრავლესობა თვლის რომ მთავრობამ უკრაინას მხარი მეტად უნდა დაუჭიროს - კვლევა
15 მარტი, 2022, 15:35
 მოსახლეობის უმრავლესობა თვლის რომ მთავრობამ უკრაინას მხარი მეტად უნდა დაუჭიროს - კვლევა

თბილისი (GBC) - მოსახლეობის დიდი უმრავლესობის აზრით, უკრაინაში ომი რუსეთის და ვლადიმერ პუტინის პასუხისმგებლობაა - CRCC-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 43% ფიქრობს რომ ომზე პასუხისმგებელი რუსეთია, 37% კი თვლის რომ პირადად ვლადიმერ პუტინი. მოსახლეობის 3% თვლის რომ პასუხისმგებლობა ამერიკას ეკისრება.

ომის მთავარ მიზეზად მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი - 34% ტერიტორიებს ასახელებს, ხოლო 25% უკრაინის დაპყრობას, 20% თვლის რომ რუსეთის მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა.

გამოკითხული მოსახლეობის 61% თვლის რომ მთავრობამ უკრაინას მხარი უფრო მეტად უნდა დააუჭიროს, 32%-ის აზრით კი მთავრობის მხარდაჭერა საკმარისია.

ამასთან, რესპოდენტების 60% იზიარებს მოსაზრებას რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსავლა უნდა შეიზღუდოს.

რესპოდენტების 39% თვლის რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უნდა შეუერთდეს. 27% თვლის რომ ქვეყანა ზოგიერთ სანქციას უნდა შეუერთდეს, ხოლო 19% თვლის რომ ქვეყანა სანქციებს საერთოდ არ უნდა შეუერთდეს.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ყველა ფორმას, რაც გამოკითხვაში იყო დასახელებული. ამასთან, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. მოსახლეობა მხარს უჭერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოქმედებებს უკრაინის ომთან დაკავშირებით და ნაკლებად უჭერს მხარს პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მოქმედებებს უკრაინის ომთან დაკავშირებით.

CRRC-ის კვლევა 1092 რესპოდენტის გამოკითხვის შედეგად ჩატარდა, კვლევის ცდომილების ზღვარი 2.96%-ია. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები