| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -საინვესტიციო საბჭომ პრემიერთან საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდაზე იმსჯელა.
დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია 1.1 მლნ-მდე ადამიანი. მთლიანი აქტივის ღირებულება 2.17 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 309 მილიონი ლარია. მიმდინარე წლიური ეფექტური მომგებიანობა 11.6%, ხოლო ფონდის ამოქმედების დღიდან მომგებიანობა 34%-ია.
თანხები სრულად
განთავსებულია 8 კომერციულ ბანკში და ლარში დემონომირებულ ინსტრუმენტებში, სადაც
აქტივების 62% არის სადეპოზიტო სერტიფიკატებში, ხოლო 38% - მიმდინარე სარგებლიან
ანგარიშებზე.
ისაპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივიერ რუსსო, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჟან-ფრედერიკ პოლსენი, საბჭოს წევრები მაიკლ რიდლი და ტიმო ვიჰერკენტა, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია მონაწილეობდნენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss