ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში კარტოფილი იაფდება
16 მარტი, 2022, 13:44
საქართველოში კარტოფილი იაფდება

თბილისი (GBC) – კარტოფილი საქართველოში უკვე 2 კვირის მანძილზე იაფდება - წერს საიტი EastFruit. თუმცა, ეს შეეხება ფასებს ლარებში, ხოლო დოლარებში კარტოფილის ღირებულება უკვე 3 კვირა ეცემა. 1 კგ, კარტოფილი საბითუმო ბაზრებზე 1,20 ლარი ღირს, მაშინ, როდესაც თებერვალში 1,30 ღირდა. პარალელურად მკვეთრად მცირდება ამ პროდუქტის ექსპორტი.

არ უშველა არც ლარის დევალვაციამ, რომლის შედეგადაც წესით ქართული კარტოფილის ფასი უფრო კონკურენტუნარიანი უნდა გამხდარიყო. თუმცა, ეს ასე არ მოხვდა, რადგანაც ქართული კარტოფილი ძირითადად ექსპორტზე რუსეთში გადიოდა ხოლო რუსული რუბლი ლარზე ბევრად მეტად გაუფასურდა.

შესაბამისად, ექსპორტი რუსეთში წამგებიანო გახდა. 2022 წლის თებერვალში საქართველოში კარტოფილის ფასი მაქსიმუმზე იყო, ხოლო ფერმერები შემდგომ ზრდას ელოდნენ, თუმცა, ყველა გეგმა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ჩაშალა. ფასები დაეცა, ახალი საექსპორტო ბაზრები ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ამ დროისთვის საექსპორტო ბაზრების გარეშე დარჩენილი კარტოფილის დიდი რაოდენობა საწყობებში ინახება, და ფერმერების ვარაუდით, ფასები კიდევ დაეცემა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები