| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -
რუსული ვითიბის სანქციებში
მოყოლილი ვითიბი ბანკ ჯორჯიაში, უცხოური ვალუტის მიღება და გაცემა შეზრუდულია,მომხმარებელთა
ბარათებით თანხა ბანკომატებში აღარ ნაღდება (კლიენტთა ბაზისბანკში მიგრირება სრულდება,
ხოლო იურიდიულ პირებს ამ ეტაპზე სალაროდან თანხის გატანა არ შეუძლიათ).
ყველა
მომხმარებელს, მათ შორის მსხვილ ბიზნესებს შესაბამისი SMS შეტყობინებები მიუვიდათ,
რომ 1 აპრილამდე ვითიბი უნდა დატოვონ.
არსებული
ინფორმაციით, ვითიბის საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი 600-600 მლნ-ის ოდენობით
ბაზისბანკმა იყიდა, მცირე და საშუალო ბიზნესპორტფელი ლიბერთიმ (300 მლნ), ხოლო მსხვილი ბიზნეს
პორტფელის ნაწილი, 20 კომპანია, 200 მლნ-იანი სასესხო პორტფელით კვლავ ბაზისბანკმა.
დარჩენილი მსხვილი ბიზნესები კი ლიბერთიში გადაპორტიდება (დარჩენილი პორტფელი).
გამომდინარე
იქიდან, რომ ვითიბიში მომხმარებელს სავალუტო ოპერაციები ეზღუდებათ, მათ ბანკიდან მხოლოდ
ლარის გატანა შეუძლიათ, მათ შორის დეპოზიტების.
ბანკში
კი კურსი საბაზრო ფასებისგან (სხვა ბანკებთან შედარებით) განსხვავებულია და საშუალოდ, ყიდვა - გაყიდვები
5-10 თეთრით დაბალი და მაღალია, შესაბამისად. თავად ვითიბიში
კი სავალუტო სპრედი (ყიდვა/გაყიდვის კურსებს შორის განსხვავება) $-€ - ზე 23-30 თეთრის ფარგლებშია.
დღევანდელი ვითიბი ბანკ ჯორჯიას ვალუტის ყიდვა-გაყიდვის
კურსი ვალუტების მიხედვით:
|
ვალუტიდან |
ვალუტაში |
ყიდვა |
გაყიდვა |
|
USD |
GEL |
3,1350 |
3,3650 |
|
EUR |
GEL |
3,4120 |
3,7140 |
|
GBP |
GEL |
4,0250 |
4,4550 |
|
RUR |
GEL |
0,0230 |
0,0580 |
|
AMD |
GEL |
0,0050 |
0,0075 |
|
CHF |
GEL |
3,2290 |
3,6937 |
|
TRY |
GEL |
0,1690 |
0,2450 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss