| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ამ დროისთვის მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2023 წლის იანვრიდან პოლონეთი უარს იტყვის რუსულ გაზზე - განაცხადა ქვეყნის მთავრობის რწმუნებულმა სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში პეტრ ნაიმსკიმ.
მისი თქმით, რუსეთზე მოდის პოლონეთში გაზის იმპორტის დიდი ნაწილი, თუმცა, სახელმწიფო კომპანია PGNiG-ს მისი ჩანაცვლება შეუძლია,
„ოქტომბერში შევა ექსპლუატაციაში ახალი გაზსადენი Baltic Pipe, ასევე ჩვენ უკვე გვაქვს თხევადი გაზის ტერმინალი, 2023 წლისთვის სხვა ინფრასტრუქტურაც მზად იქნება. ჩვენ ასევე მზად ვართ ახალი შესყიდვებისთვისაც, თანაც ფასები მნიშვნელოვნად მაღალი არ იქნება“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, გაზის ფასი მალე მისაღებ დონემდე დაიწევს, რადგანაც უკვე ყველა მომხმარებელი ცდილობს რუსულ გაზზე უარი თქვას.
“დარწმუნებული ვარ, რომ გაზის ბაზრის გლობალიზება მისაღებ ფასებს მოიტანს“ - განაცხადა ნაიმსკიმ. პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს ემბარგო რუსულ ნავთობზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss