ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სანქცირებულ დეპოზიტარებს ფმს ითვლის
17 მარტი, 2022, 19:05
სანქცირებულ დეპოზიტარებს ფმს ითვლის

თბილისი (GBC) - სებ-ის ინფორმაციით,  ქართული ბანკების შვილობილი ბანკები არ არის სანქცირებული და შესაბამისად 26 თებერვლის ვალდებულებები არ ვრცელდება. როგორც იცით ქართული ბანკების შვილობილი საფინანსო კომპანიები საქართველოს ფარგლებს გარეთ არიან. მარეგულირებელს არც სანქცირებული რუსული ვითიბის შვილობილი  შეუზღუდია, აქტივების გასხვისების ნაწილში.  ვითიბი ბანკმა პორტფელი საბაზრო ფასით გაყიდა. 

რამდენ სანქცირებულ პირს აქვს დაბლოკილი დეპოზიტები, დამუშავებული  სტატისტიკა  სებ-ს არ აქვს, რადგან ეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (ფმს) პრეროგატივაა AML აღრიცვხავს 

სებ-ის მითითებით,  საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული საფინანსო სექტორის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ რუსეთის ფედერაციის მიმართ აშშ-ს, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებით.


სანქციებით განსაზღვრულია ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალი, რომელთაც პირდაპირ ეზღუდებათ ოპერაციების განხორციელება და ფინანსური მომსახურებების მიღება. საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების შესაბამისად, ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებს ეზღუდებათ მომსახურების გაწევა იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც პირდაპირ არიან მითითებული სანქცირებულ პირთა სიებში.

ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც სანქცირებულ პირთა სიაში არ არის პირდაპირ მითითებული, კომერციულ ბანკს უფლება აქვს გაუხსნას ანგარიში და მოემსახუროს, მიუხედავად აღნიშნული პირის მოქალაქეობის და რეზიდენტობისა. თუმცა,  კომერციული ბანკებს, საქართველოს კანონმდებლობის და საკუთარი შიდა პოლიტიკა/პროცედურების საფუძველზე, შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება ცალკეული კლიენტისათვის მომსახურების გაწევის შესახებ და კანონით მათ მინიჭებული აქვთ უფლება ყოველგვარი დასაბუთების  გარეშე  უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე. ანალოგიური მიდგომაა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირში და ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც მიუერთდნენ სანქციებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები