| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -საქართველოს
ბიზნეს ასოციაცია
BAG ინდექსის დასაქმების
ბარომეტრის 2022 წლის
I კვარტლის შედეგებს
აქვეყნებს, რომლის
თანახმად, გასულ
კვარტალთან შედარებით,
დასაქმების მაჩვენებლები
გაუმჯობესდა და
თითქმის გაუტოლდა,
2019 წლის IV კვარტლის,
პანდემიის დაწყებამდე
დაფიქსირებულ მონაცემებს.
აღნიშნული მაჩვენებელი
გაუმჯობესდა ასევე
2021 წლის I კვარტალთან
შედარებით.
აღსანიშნავია, რომ
მიმდინარე წლის
პირველ კვარტალში,
წინა კვარტალთან
შედარებით, გამოკითხულ
კომპანიათა უმრავლესობამ
დასაქმებულთა რაოდენობა
შეინარჩუნა, ხოლო
18.7%-მა გაზარდა.
რაც შეეხება
მოლოდინებს, გამოკითხული
კომპანიების უმრავლესობა
დასაქმების მიმართულებით
ცვლილებებს არ
გეგმავს, ხოლო
29% ფიქრობს, რომ
2022 წლის II კვარტალში,
წინა კვარტალთან
შედარებით, დასაქმებულთა
რაოდენობას გაზრდის.
აღნიშნულ განწყობას
სავარაუდოდ განაპირობებს
ოპტიმისტური მოლოდინი
გაყიდვების ზრდასთან
დაკავშირებით, რასაც
კომპანიათა დიდი
ნაწილი აფიქსირებს.
აღსანიშნავია, რომ
დასაქმების ბარომეტრის
მაჩვენებელი გაუმჯობესებულია
ყველა სექტორში
მშენებლობის სექტორის
გარდა, რაც
შესაძლოა განპირობებული
იყოს მიმდინარე
კვარტალში გაყიდვების
მკვეთრი შემცირებით.
საგულისხმოა ვაჭრობის
და მრეწველობის
სექტორები, რომლებიც
2021 წლიდან სტაბილურად
ინარჩუნებენ დასაქმებულთა
რაოდენობას. მეტიც,
კომპანიების გარკვეული
ნაწილი მომავალ
კვარტალში თანამშრომელთა
რაოდენობის გაზრდას
პროგნოზირებს.
კვლევა განხორციელდა
14-28 თებერვლის პერიოდში,
შესაბამისად, ის
ნეგატიური ეფექტი,
რომელიც რუსეთ-უკრაინის
ომს ახლავს,
კვლევაში ასახული
არ არის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss