ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება
18 მარტი, 2022, 20:19
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

 

თბილისი (GBC) – მთავარი არხის" მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა:

გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანიამთავარი არხის" მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით განახორციელა ფრენა მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით. მათივე შეფასებით, „გასაიდუმლოებულია  და უცნობიარატომ გადაიფრინა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს ცაზ," „ჰქონდათ თუ არა ამისთვის  „ქართული ოცნების" ნებართვა", რომ ესშესაძლოაგახდეს მორიგი საერთაშორისო სკანდალი, თუ საქართველო კრემლს უხსნის საჰაერო სივრცეს" და  ..

 პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტელეკომპანია, ტრადიციულად, აგრძელებს მავნებლური, საშიში და უპასუხისმგებლო შეფასებების გაკეთებას საინფორმაციო სივრცეში, მითუმეტეს, უკრაინაში არსებული რეალობის ფონზე. „მთავარი არხის" ჟურნალისტები ავრცელებენ  სრულიად გადაუმოწმებელ, მხოლოდ საკუთარისაინფორმაციო" წყაროებიდან მოძიებულ თუ პოლიტიკური ჯგუფებიდან მიღებული მესიჯებით დეზინფორმაციას და წარმართავენ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიას ისეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით, რომლებიც  უპირისპირდება არა მთავრობის საქმიანობას, არამედ ჩვენი ქვეყნის  უსაფრთხოების პოლიტიკას

 განვმარტავთ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს - საქართველოს ცა გამოიყენა რუსეთის  საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებულმა საჰაერო ხომალდმა Il-76, სარეგისტრაციო ნომრით  RA76429. აღნიშნული რეისი იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო დანიშნულების ფრენა, რომელსაც არ ესაჭიროება  საქართველოს მხრიდან რაიმე  დამატებითი ნებართვარეისის შესასრულებლად  ავიაკომპანიის მიერ ივსება  მხოლოდ ფრენის ელექტრონული გეგმა და იგზავნება ქალაქ ბრიუსელში, EUROCONTROL-ის სათაო ოფისის საჰაერო ნაკადების მართვის ცენტრში, სადაც ხდება ფრენის გეგმის დარეგისტრირება საერთო ელექტრონულ ბაზაში.

 აქვე აღვნიშნავთ, რომ  2008 წლიდან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე დაკეტილია. საგანგებო სიტუაციების მართვის თვითმფრინავი სამხედრო სტატუსით არ სარგებლობს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები