| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) –2022
წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 17.0%-იანი ზრდა. 2022 წლის იანვართან შედარებით ფასები 1.9% გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.15 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.
ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (1.3 %), რამაც 1.04 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება ძირითად ლითონებზე (7.1 %).
გარდა ამისა, ფასების 3.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული
ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.29 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 2.5%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქტებზე (18.0%) •
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 22.5%, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 17.71 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (12.6%), ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (189.6%) და ძირითადი ლითონები (54.4 %);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული
ჰაერი: ფასები შემცირდა 7.5%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.87 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით:
ფასები გაიზარდა 3.2%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.08 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss