| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 21 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტის პროექტს განიხილავენ - მასში მრავალი ახალი სახელია“ და გარდა ამისა, გათვალისწინებულია ემბარგოს დაწესება რუსულ ნავთობზე. ბოლო საკითხს დაყენებაში ყველაზე მეტად ბალტიისპირეთის ქვეყნები აქტიურობენ, მაგრამ განსხვავებულია გერმანიის პოზიცია - ბერლინი მოუწოდებს ევროკავშირს სიფრთხილისკენ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის პერსპექტივის გამო.
თუმცა, ამ ეტაპზე ნავთობის იმპორტის აკრძალვა არ განიხილება დაუყოვნებლივ მისაღებ ზომებს შორის, და ის შესაძლოა ევროკავშირის პასუხი გახდეს კიევის მასირებული დაბომბვის ან რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.
რუსეთი აფრთხილებს ევროკავშირს, რომ ნავთობზე ემბარგოს დაწესების შემთხვევაში მოსკოვი მზადაა შეაჩეროს გაზის მიწოდება ევროპაში, და ეს მაშინ, როდესაც ევროპის გაზის მოხმარების თითქმის 40% სწორედ რუსეთიდან იმპორტია. რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველია გერმანია, ხოლო ბულგარეთში ნავთობპროდუქტების მოხმარების 60% სწორედ რუსეთზე მოდის.
ამ დროისთვის რუსული ნავთობის შეძენაზე უარ განაცხადეს აშშ-, და ბრიტანეთმა, რომლებზეც მოდის რუსული ნავთობის ექსპორტის 14%.
-
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss